Kirchiმაშინ ჯერ დავყოთ ვისკი სამ კატეგორიად
1. იაფიანი (15 ევროს ფარგლებში)
ამის დალევა არაყივითაც შეიძლება
კოლაში ან სხვა გაზიან წყალში გაზავებულიც, იმიტომ რომ დიდი გემობრივი თვისებებით არ გამოირჩევა
საჭმელთანაც ჩაარტყა
2. საშუალო (16 - 30 ევროს ფარგლებში)
ამაში შეგიძლია ყინული ჩააგდო
კოლათი გაფუჭება ცოდოა
შავი შოკოლადი ან ქიშმიშიანი კექსი მიაყოლო
3. ძვირიანი (30 ევროს ზემოთ)
აი ეს განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს
როგორც წესი ასეთი ვისკები გამოირჩევიან დამახასიათებლად სასიამოვნო გემოთი და არომატებით, ისევე როგორც კარგი ღვინო ან კონიაკი
ყოველი მათგანი არის გამორჩეული ინდივიდი გემოვნებითი და სხვა მახასიათებლებით
არ შეიძლება მათი არც ჩაციება და არც რამის ჩამატება (ყინული, სოდა და ა.შ,) და ამით გაფუჭება
კარგია თუ უკვე ნაჭამი ხარ რომ რამის მიყოლება არ მოგინდეს, ასევე ვისკით წყურვილსაც არ იკლავენ, ასე რომ ამ მხრივაც დაკმაყოფილებული უნდა იყო მანამდე
კარგი ვისკის დეგუსტაციისთვის საუკეთესოა ტიტის ფორმის ე.წ. ხერესის ჭიქა, რომელსაც კოპიტასაც ეძახიან
აი ასეთი

არომატი რომ გაიხსნას ჭიქაში კედლიდან ჩაუშვი რამდენიმე წვეთი ცივი წყალი (არა გაზიანი)
ეს სპობს ზედაპირზე არსებულ ალკოჰოლის აპკს, რომელიც ხელს უშლის არომატების სრულად ამოსვლას
ჭიქას როცა მიიტან დასალევად ჯერ უყნოსე, იგრძნე ყველა სურნელი, შემდეგ მოსვი პატარა ყლუპი და ენაზე გააჩერე რამოდენიმე წამი
ეს შეგაგრძნებინებს მოცემული ვისკის მთელ ხასიათს და შემდეგ როგორ დალიო ანუ რამხელა ყლუპებით და რამდენად ხშირად თავად გადაგაწყვეტინებს
თუ ეწევი და კარგი სიგარაც გაქვს გვერდზე ხომ მთლად უკეთესი