იაფი გენმოდიფიცირებული პროდუქცია მალე საქართველოს ბაზარს წალეკავს
გაზეთი ``კომერსანტი``, იბეჭდება შემოკლებით
რა საფრთხეებს შეიცავს სამარხვო მაიონეზი, გამაგრილებელი სასმელები და სიმინდის ბურბუშელა?
ინტერვიუ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის (დედამიწის მეგობრები - საქართველოში) კოორდინატორი გიორგი მაღრაძესთან.
- გენური ინჟინერია, ანუ გენებით მანიპულირების მეთოდი და ტექნოლოგია, მსოფლიო მასშტაბით, 10 წელზე მეტია არსებობს. ვინაიდან ამ ტექნოლოგიით მიღებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს და გერემოსთვისაც მავნეა, მათ ევროპის ბაზარზე იშვიათად შეხვდებით, არც მყიდველი ჰყავს.
თუკი საქართველო ევროპის ბაზრისკენ მიისწრაფვის, მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ჩვენს მიერ დამზადებულ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული არაფერი გაერიოს.
საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა იყო 1996 წელს ამერიკული კომპანია ``მონსანტოს`` ტრანსგენური კარტოფილის იმპორტი და კულტივაცია. იმ წელს საქართველოში 148 ტონა კარტოფილი შემოიტანეს სათესლედ, ისიც გენმოდიფიცირებული.
1996 წელსვე მოსავალი, ჩვენდა საბედნიეროდ, დაბალი იყო.
ამის მიუხედავად, უკვე კონტრაქტის საფუძველზე ოფიციალური მონაცემებით, 1997 წელს მარტო წალკის რაიონში კარტოფილი 142 ჰექტარზე დაითესა, აგრეთვე, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებშიც. მოსავლის ნაწილი ექსპორტირებული იყო რუსეთში, ნაწილი კი თბილისში გაიყიდა. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, კარტოფილის ეს ჯიშები ხელმეორედ აღარ დაუთესავთ.
პარლამენტმა მიიღო დადგენილება გენმოდიფიცირებული კარტოფილის შემდგომი იმპორტისა და კულტივაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია, რომ კულტივიზირებული კარტოფილის, სიმინდისა და სოიოს შორის გარკვეული წილი დღესაც გენმოდიფიცირებული იყოს, თუმცა ამ ვარაუდის დასაზუსტებლად აუცილებელია ფართო მასშტაბიანი კვლევის ჩატარება.
-დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში რა საკანონმდებლო დოკუმენტები არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანოების კონტროლთან დაკავშირებით?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი კანონმდებლობა არ მოქმედებს, გარდა საქართველოს პარლამენტის აქტისა - გენმოდიფიცირებული კარტოფილის იმპორტისა და კულტივაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
1994 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას. 2005 წელს შემუშავდა ``ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა``. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, თუ საქართველო დროულად მოახდენდა ამ ოქმის, ანუ კარტახენას ოქმის რატიფიცირებას.
- რა წერია ``კარტახენას ოქმში``, ვინ მიიღო იგი და რატომ გახდა აუცილებელი საქართველოში მისი რატიფიცირება?
- ამ სისტემის წინააღმდეგ გაერომ 2000 წელს ლისაბონში მიიღო დოკუმენტი, რომელიც ``კარტახენას ოქმის`` სახელწოდებითაა ცნობილი, ეს კანონი იძლევა ამ პროცესის რეგულირების საფუძველს. ოქმში წერია, ქვეყანას შეუძლია აკრძალოს, ან არ აკრძალოს ასეთი პროდუქტი, მაგრამ მწარმოებელი ვალდებულია, დააწეროს, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი.
ჩვენთან კონტროლის არანაირი მექანიზმი არ მუშაობს, ამიტომ ჩვენს ბაზრებზე ასეთი პროდუქცია საკმაოდ ბევრი იყიდება.
- გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცვლელი პროდუქტები თუ შემოდის ჩვენს ბაზარზე?
- საქართველოში შემდის როგორც მზა პროდუქცია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ``გმ`` ინგრედიენტებს, ისე თავად ინგრედიენტები და საკვები დანამატები, რომლებსაც შემდგომ ადგილობრივი საწარმოები იყენებენ თავიანთი პროდუქციის დასამზადებლად. ამ მხრივ აღსანიშნავია ის პროდუქტები, რომლებიც სოიოს, სიმინდს, კარტოფილის ინგრედიენტებს შეიცავს.
2002-2005 წლებში საქართველოში მწვანეთა მოძრაობამ ჩაატარა მოქმედი საწარმოების და იმპორტიორების გამოკითხვა. გამოირკვა, რომ ქართული საწარმოების უმეტესობა ფართოდ იყენებს დამატკბობელ-ასპარტამს, რომელიც არის გენური ინჟინერიის გზით მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ ასპარტამი, გარდა ამისა, წარმოადგენს ცნობილ კარცენოგენს, გათბობისას მის შემადგენლობაში არსებული მეთანოლი ფორმალდეჰიდად გადაიქცევა, ეს უკანასკნელი კი - ჭიანჭველის მჟავად, რომელიც მჟავურ ინტოქსიკაციას იწვევს. ფორმალდეჰიდი კი, თავის მხრივ მომაკვდინებელი შხამების (დარიშხანის) რიგს განეკუთვნება, იწვევს ნერვოლოგიურ დაავადებებს და ცვლის თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას.
საქართველოში მოქმედი საწარმოები ასპარტამს ფაროდ იყენებენ გამაგრილებელი სასმელებისა და სიმინდის ბურბუშელის დამზადებისას. სავარაუდოდ, მას იყენებენ საკონდიტრო ნაწარმშიც.
რაც შეეხება მაიონეზის წარმოებას, ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებოა სამარხვო მაიონეზი. მოგეხსენებათ, მაიონეზის უმეტესობა სოიოს ფხვნილის გამოყენებით მზადდება. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მხოლოდ ორი საწარმო - 0``ბედია`` და ``წეროვანი`` იყენებს საქართველოში მოყვანილ სოიოს.
დაგვიანებით, მაგრამ მაინც კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა ``კარტახენას`` ოქმის რატიფიცირება მოახდინა.
ახლა საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა, ეს გულისხმობს ეროვნული ბიოუსაფრთხოების კანონმდებობის მიღებას და სათანადო ლაბორატორიული ბაზის ჩამოყალიბებას, რაც უფრო მალე განხორციელდება ეს მით უფრო მალე და ბევრს მოიგებს ჩვენი მოსახლეობა.
* * *
რა ვქნა ზეიკიძე რო მიყვარს
რაღაც იმ კალბასის გემოს მაგონებს ბავშვობაში რომ ვჭამდი
მაგრამ დაჭრისას სულ ვფიქრობ ვინემს ნასკი არ დავჭრა

ისადა მაგ ზეიკიძეს მედლები როგორ აქვს მიღებული ეგ მაინტერესებს
ხოდა კიდე არანაირი კოკა კოლა და ფანტა და სპრაითი და მაია სემიაც კიდე იშვიათად
გადავედი სახლის ჩაციებულ კომპოტზე
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █