ეს ლექსი მომეწონა ძალიან მაგ ლინკიდან და მაინტერსებს ვინ არის ავტორი?
ერთი იაღლიში ის არის, რომ ცა ვარსკვლავით მოჭედილი მხოლოდ ღამით შეიძლება იყოს და ამ დროს თან რომ ცისარტყელა იყოს ჩიხტი-კოპად, წარმოუდგენელია. ვითომ რა, სააღდგომო მეტაფორაა? რავი...
ალუბლის ხე წითლად შეკოკრებულა,
ცოცავს, დადის ზედ ლოთი ჭიანჭველა;
ჭიაფერა ტურფად შეხამებულა,
ფეხზედა ჰსდგას, საპყარი, კუტი, - ყველა!
ცა ვარსკვლავით მოჭედილა, კაშკაშებს,
შემოუკრავს ჩიხტ-კოპად ცისარტყელა,
წყალი ჩუხჩუხა დამწვარს გულს ანუგეშებს, -
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!
ორთაჭალის კარები გაღებულა,
იქ შეყრილან საქუა, არაქელა...
ჭია-ფერად კვერცხი აგორებულა, -
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!
დამხობილა პირ-ქვე კაცი ნამარდი,
ვინც სხვას სტაცა, სხვის კერა დაანელა,
ტანჯულთ ტურფად გარდაშლიათ გულს ვარდი,
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!
გასცვეთია ლილა ბოროტებასა,
ობოლთ ცრემლით ქვეყანა დაასველა,
ჰკმარა, აწ-კი გილოცავთ აღდგომასა!
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!
გაიშალეთ წელში, დატანჯულებო,
კმარა, რაც რომ მტერმა გვცარცვა და გვწყევლა,
გაიხედეთ, ძმა-ბიჭებო, სულებო:
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!
"ივერია" ¹87, 1888 წ.
რაც შეხება ხმის მიცემას, ვეძებე და ვერსად ვპოვე, სად უნდა მიმეცა ხმა _ თორემ ჩემი ხმა, რა თქმა უნდა _ კახურს. ევროპიული მუსიე ფხაკუამ სვას