ოჯახს მივესალმები კიდევ ერთი დაკარგული. როგორ ხართ, ხალხნო? მომაკლდა აქაური სითბო (რეცეპტები არა - მაგაში ისედაც მაგარი ვარ, წმინდა ადამიანურ ატმოსფეროს ვგულისხმობ), მაგრამ ისეთი სამსახური მაქვს, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ.
მოდერი კი არ დაკარგულა ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში, მე თითქმის ყოველ დღე ვხედავ და ორშაბათს სტუდიის სამზარეულოშიც ვეპატიჟები (ჰმ, რა დრო დადგა - ვინ ვის ეპატიჟება სამზარეულოში), სადაც მაგ ტერიტორიაზე მომუშავე კარაველები ყავა-ფართიზე ვიკრიბებით.
miau - კომოდერობას და მომავალ კარგ ინტერნეტს გილოცავ. კი მიკვირდა, სკაიპში რომ არ ჩანდით არც ერთი.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".