ანუ პრინციპი???? შევეცდები ავხსნა
ანუ ზემოთ თავსახურში აქვს ჩამონტაჯებული რაღაც ... საიდანაც მოდისო ისევ რაღაც სხივები და წრიულად უბერავს ... რომელის უსაზღვროდ მაგრად წვავს ქათამს, ხორცს, თევზს, სოსისს, ხორცის პატარა რულეტებს, ბუტერბროდებს ... ერთხელ შუებიც ვცადე .... გამოვიდა ძალიან მაგრობა ... მაგრამ პატარაა და 4 ცალზე მეტი ვერ დავდე ....
ჰოდა ქათამს ხორცს და თევზს აცლის ზედმეტ ცხიმს, რომელიც ჩამოიწვეთება დიდ მინის ჭურჭელში .... შესაბამისად შესაწვავი პროდუქტი შიგნიდან რჩება წვნიანი და ზომიერად ცხიმიანი ... გარედან კი უსაზღვროდ და უზომოდ გემრიელად შEბრაწული.... ვოტ
კიდევ არის საშუალება ქვედა თაროზე დალაგდეს მაგალითად კარტოფილი .... ზედაზე კი ხორცი ... ორივე საკაიფოდ და გემრიელად მომზადდება ...
ერთია რომ მაგალითად ქათმის შეწვას უნდა 50-60 წუთი ... მაგრამ ისეთი გამოდის რომ მე მეტსაც დაველოდებოდი პირადად ....
და ბოლოს ... ჩაასხავ წყალს (განსაზღვრულ რაოდენობას) ... ჭურჭლის სარეცხ სითხეს .... მისცემ საჭირო პროგრამას და დატრიალდება გაირეცხებაააა .... ჰოდაა მერე გაავლებ ფრთხილად .... სულ ესაა
ჰოდა ნახვით ადრე ძალიან ადრე მინახავს რომელიღაც მარკეტში ... მაგრამ უკვე ბევრი წლებია აქ აღარ შემხვედრია ... რუსეთში (მაპატიებს აქ ზოგი მაგრამ მიყვარს და მიწევს იქით გამგზავრება ჰოლმე) და მალტაზე კი მინახავს და გვიყიდია იქ კიდეც ...
ლექციას დამთავრებულად ვაცხადებ