მე ერთ ვარიანტს გასწავლი, რომელიც ჩემმა ფერეიდნელმა მეგობარმა მასწავლა:
1. მნიშვნელობა აქვს ბრინჯის ხარისხს - ვარჩევთ გრძელ ბრინჯს. ჩვეულებრივი ვარიანტი ცოტა სათუა, რაც შემხვედრია. არის ტაილანდური ბრინჯი, რომელიც კარგი ხარისხისაა. უფრო მარტივი და ყველგან რომ იყიდება - ორთქლში გამოტარებული ბრინჯი. დანარჩენზე უნდა იმკითხავო

2. ჩაასხი ქვაბში ბლომად წყალი, ცხელს გაუწყე მარილი და შიგ ჩაყარე ბრინჯი.
3. ბრინჯი ხელით მოსინჯე, თუ ნახევრად მოხარშულია (გული მაგარი უნდა ჰქონდეს და გარშემო დარბილებული იყოს მარცვალი), გადაწურე, გადაავლე წყალი.
4. ცოტა კარაქი და ბრინჯის ნახარში შეურიე. 2/3 ცხიმნისა და წყლის ნარევისა ჩაასხი ქვაბში - ქვაბის ძირიდან დაახლოებით 2-3 ს.მ. რომ იყოს. ძირზე მოათავსე თხლად დაჭრილი კარტოფილი ერთ ფენად, რომ ძირი დაფაროს, ზემოდან გადაწურული ბრინჯი და დანარჩენი ცხიმარეული წყალი, დაახურე ტილოამოკრული საფარებელი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშე, სანამ არ მომზადდება ბრინჯი და არ დაიშრობს ბოლომდე წყალს.
კარტოფილი განაპირობებს იმას, რომ ძირზე არ მიიკრავს, არ მიიუწვება და გემოთიც კარგია.
ასე მოხარშული ბრინჯი ჯერ არ ჩამშლია.
ვიცი მეორე ვარიანტიც(ვიეტნამური ), რომელიც გემოთი უკეთესია, არ იშლება და ფაფად არ იქცევა, მაგრამ ერთმანეთს ეწებება. ეს ვარიანტი გემოთი მე უფრო მომწონს და გარნირად არის მშვენიერი.