1. როგორ შეიძლება გაყინული ხორცის სწრაფად გალღობა? ვგულისხმობ დიდი ზომის ბატონებს ან დიდი როდენობით ხორცს და არა 1-2 კილოს.
როცა ძალიან გეჩქარება, თან ისე რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს ხორცს
2. შემწვარი ხორცისთვის ვინმეს შეუძლია რაიმე საწებელი მირჩიოს? სასურველია თუ გამოგიცდიათ თავადაც "საქმეში" და რაიმე "ექსკლუზიური" ინგრედიენტებით არ იყოს გაძიძგნილი, მაგალIთად ალუბალს შუა ზამთარში ვერ ვიშოვი, "მასობრივი წარმოებისთვის" მინდა
ტომატის ყელშია ამოსული უკვე, მაგრამ თუ გეგულებათ რაიმე კაი, მIთხარით, არ დამიმალოთ

პ.ს. ქართულ საიტებზე ძებნამ შედეგი ვერ მომცა და უცხოურებზე გავიჭედე, ინტერნეტი არ მალევს ძებნის საშუალებას
3. ქართული სანელებლები ვიგდე ხელთ, მაგრამ გამოყენების აზრზე არა ვარ

უცხო სუნელი, სვანური მარილი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, ხარჩოს სუნელი
მაინტერესებს შედარებით არაძნელ რა კერძებზეა შესაძლებელი მაგათი გამოყენება? მსგავს სფეროში ძალიან მოვიკოჭლებ, ჯერ ეხლა ვსწავლობ
ასევე მაინტერესებს თუა შესაძლებელი რომელიმე მათგანის გამოყენება ხორცის ან თევზის დამარინადებისათვის
სუნი მოეწონათ და სურნელი თანამშრომლებს და რო არ შემეშალა ხელი, მგონი ყველაფრის გამოყენებას აპირებდნენ, დააინტერესათ რა გამოვაო
ალბათ მოსპობდნენ კიდევაც ხორცსაც და თევზსაც

4. ხორცის დამარინადებისთვის ვინ რას მირჩევთ? სამწვადისათვის?
ისევ "მასწარმოების" ამბავში მინდა, ადგილზე მიტანაზე ვმუშაობ რა და მიდნა ცოტა გნსხვავებული გავაკეთო, მაგრმა ჯერ ცოდნა არ მყოფნის
და ჯამში 3ნაირად ვამზადებ 20 პოზიციისათვის ხორცსაც და თევზსაც და საშინელი დაუკმაყოფიელბლობის გრძნობა ამქვს

5. ხელიდან ნახშირის ამოსარეცხად რა გეგულებათ კარგი? ზოგჯერ სისწრაფის გამო ისე ხდება ნახშირის მტვერი, ცხიმი, ჯანდაბა, დოზანა და სრაზუ თუ ვერ მვოასწარი კარგად ამორეცხვა, მერე ცოტ-ცოტა ჯდება და აშავებს ხელს და არც ხეხვცა შველის და არც რაიმე სხვა, ისედაც სარეცხმა საშუალებებმაც გამაწვალა და მგონი მომისპო ხელები
ძალლიან გთხოვთ< არ დაიზაროთ რა, ცალკე მაყალისათვის ნუ გამახსნევინებთ თემას. მადლობა წინასწარ, პასუხებისა და პასუხების მოსაძებნად გაწეული გარჯისათვის, ყველას, ვინც დამეხმარებით
არ დამზარებია, თავად ვეძებე და ვერაფერი ვიპოვე, ან არ იყო, ან მე ვეერ მივაგენი და მიწილადეთ გამოცდილება, არ დავაკონსერვებ და სხვებსაც გადავცემ მერე