sanfol死海.სოკო ისედაც საფრთხილოა, მითუმეტეს სიცხეში და ა.შ.
ბუტერბროდს გააჩნია რითი გააკეთებ.
მე მეგონა, უკვე იყავი ლაშქრობაში და აღარ მოგწერე...
შეგიძლია წაიღო ყველი, მაგარი, რომ წვენი არ გაუვიდეს,
მოხარშული კვერცხი, კიტრი, ჩურჩხელა და ჩირეული, ნიგვზეულ-თხილეული,
ხაჭაპურები ან რამე მსგავსი, კატლეტები, ბლინჩიკები,
ლავაშში გადახვეული რამე სალათები, ოღონდ არა მაიონეზით, ძალიან მოსახერხებელია, თითოეულს ფოლგაში თუ გამოკრავ, არც დაიშლება და ჰიგიენურიც არის.
მწნილეული ქილით ან კონტეინერით, თორემ წვენი გაუვა,
შემწვარი ქათმი, შებოლილი ხორცი, რომელიც შედარებით უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ძეხვი ან მოხარშული ხორცი.
ვაშლი ან ბანანი, მოხარშული კარტოფილი...
წყალი თავისთავად. თერმოსით ცხელ წყალს თუ წაიღებ, ყავასაც დალევ
ყველაფერი სახლში გარეცხე, გააშრე, დასაჭრელი დაჭერი, მოსამზადებელი მოამზადე და ჰერი!
This post has been edited by nia4u on 15 May 2015, 16:54