შესაბამისად ისიც ამათ ხალავს |

შესაძლებელია ორივეს არევაც . (თუმცა სხვა ჯიშებიც არსებობენ).
ყავა (“Caffea“ ჯიში, “Rubiaceen“ ოჯახი) იზრდება ბუჩქის ან ხის მსგავსად და აღწევს 4–10 მეტრს. აღსანიშნავია, რომ ამ ტროპიკულ მცენარეს შეუძლია ერთდროულად მოისხას ყვავილი და სხვადასხვა მომწიფების ხარისხის ნაყოფი. ეგრედ წოდებული ყავის მარცვალი არის ყავის ხის ნაყოფი. არსებოს 80 ჯიშის ყავა მაგრამ მხოლოდ ორია ყველაზე გავრცელებული.
არაბიკა
არაბიკა არის კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი ყავის მარცვალის სახეობა. ის უფრო ძვირად ღირებულია რადგან მეტად არომატულია და ნაკლებად მწარეა. არაბიკა შეიცავს ნაკლებ კოფეინს. მისი მარცვალი უფრო დიდი ზომისაა ვიდრე რობუსტასი, აქვს წაგრძელებული ფორმა და დაკლაკნილი ჭრილი. არაბიკას მარცვალი მწიფდება 9–11 თვეში.
ყავის ეს სახეობა მოდის ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებში. არაბიკას წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 60%.
რობუსტა
რობუსტა შეიცავს ორჯერ მეტ კოფეინს და ნაკლებ არომატულ ზეთებს ვიდრე არაბიკა. ის უფრო გამძლეა როგორც მაღალი ტემპერატურის ასევე სხვადასხვა დაავადებების და პარაზიტების მიმართ. რობუსტას მარცვალი მრგვალი ფორმისაა და აქვს სწორი ჭრილი. მისი მარცვალი მწიფდება 6–8 თვეში.
ყავის ეს სახეობა ძირითადად მოდის ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიასა და ბრაზილიაში. რობუსტას წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 40%.
ესპრესო “Espresso No. 3”
ესპრესოს ახალი ბრენდი რომელიც შედგება 30% აფრიკული რობუსტასგან და 70% ბრაზილიური არაბიკასგან. საკმაოდ ძლიერია და მისი გემო რჩება დიდი ხანი.