უი შევაჯამებ აბა რაც ჩამომივიდა როგორ მომეწონა ყავები..
ესეიგი ქულებს ესე გადავანაწილებდი 0-10 სისტემით:
Starbucks French Roast - 9 !!!!
Starbucks Italian Roast 7
Starbucks Expresso Roast 7
Starbucks Kenia 8
Starbucks Breakfest Blend 8
რა თქმა უნდა ჩემ გემოვნების ამბავია აქ მაგრამ
French Roast-ზე გავაფანატე - ესეიგი ეს არის Extra Bold ყავა რომელიც არის ყველა დანარჩენ ყავაზე მეტად მოხალული - უკვე თითქმის ნაცარია რა

და გემოზე არის უგემრიელესი - კარამელის გემო გასდევს მოხალვის ხარისხის გამო..
და აღმოჩნდა საკმაოდ მაღალი კოფეინით - არ გამიზომია რა თქმა უნდა მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი ეფექტი გულზე, და ორგანიზმზე - აფხიზლებს საუკეთესოდ..
Starbucks Kenia - ამ ყავაში მომეწონა არომატი - ის რბილია - არაა აგრესიული - და ყველაზე გემრიელად მივირთმევ შუადღის საათებში სადილის შემდეგ ერთი ორ სამ საათსი - ისე რომ არც გშიოდეს და არც ახალი ნაჭამი არ იყო რომ უკეთესად იგრძნო არომატი ასე ვთქვათ
თვითონ მარცვლები არის წვრილები არომატი და გემო კი ძალიან მდიდარი მაგრამ არა მძაფრი..
Starbucks Breakfest Blend - ნაკლებად მოხალული მაგრამ ბევრი კოფეინით - ძალიან გემრიელი დილით.. აფხიზლებს საუკეთესოდ - უხდებოდა ასევე რძე..
Starbucks Italian Roast - სიმართლე რომ ვთქვა ეს ახალი გახსნილი მაქვს და ჯერ ვერ შევაფასე სათანადოთ... მაგრამ არის რაღაც საშუალო სტარბაქსის კლასიკური ესპრესოს და ფრენჩ როუსტის შორის.. შესაბამისად ძალიან კარგია როგორც ყავა გადამეტებული სიმძაფრის ან სიძლიერის გარეშე.. ვეცდები დავაგემოვნო უკეთ შაბათ კვირას მაქვს ამისთვის საუკეთესო დრო - თორე ისე საღამოს და დილით ისე კარგად ვერ ვგრძნობ გემოს

Starbucks Expresso Roast - კლასიკური ესპრესო როუსთი სტარბაქსისგან - კარგი დაბალანსირებული გემო, მეტს ვერ დავამატებ რადგან დასამატებელი არაფერია - გემრიელია ძალიან.
ეხლა Lavazza ეს უნდა შეუკვეთო:
http://www.amazon.com/Lavazza-Crema-Aroma-...73597350&sr=8-5ასევე ამაზე ვფიქრობდი:
http://www.amazon.com/Lavazza-Super-Espres...73597350&sr=8-1როგორია თუ იცით?
This post has been edited by Kirchi on 11 May 2010, 21:06