გაღვიძებიდან რამდენიმე წამია გასული.
ახალი დღე თენდება.
ორ ღილაკს თითს ვაჭერ და თვალებს ვხუჭავ-
ვდგავარ სამზარეულოს ღია ფარჯარასთან და
ვბრუვდები გაზაფხულისა და ყავის სუნით.
დილის 6:00.
სამზარეულოში
და თანაც სამშაბათ დღეს.
არაფერი განსაკუთრებული,
უბრალოდ
ყავის სუნმა და დილამ ერთდროულად
სტაბილური სიმშვიდის განწყობა შემიქმნა.
ფანჯრის რაფაზე ვსვამ ყავას უკვე მერამდენე დღეა.
მიყვარს ამ დროს წინა შენობის ფანჯრების თვალიერება.
ფარდები რომ ოდნავ ირხევიან,
დილის გრილი ჰაერი რომ ცეკვავს და
ყავის ორთქლიც მას რომ შეერევა.
მერე რა, რომ ერთი ჭიქა მაქვს,
მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა-
სამაგიეროდ ფანჯრები და კარი ღიაა,
ყოველთვის.
ყლუპი ნება-ნება-
ეს ჩასუნთქვას გავს,
მერე რომ უნდა ამოსიუნთქო, დაისვენო
და თვალებს ვხუჭავ
მეორე დღემდე.