გულის გასაკეთებლად საჭიროა:
ქოქოსი და შესქელებული რძე, გემოვნების მიხედით ვურევევთ.
ნუტელას შოკოლადი და გატარებული ნუში, ამასაც გემოვნების მიხედვით ვაზავებთ.
*შოკოლადის ფიგურები კარგად გავასუპთაოთ.
*გავადნოთ მიკროონდაშI ან ცხელ წყალშI ჩადებულ ქვაბში შოკოლადი.(ღილების შოკოლადი უკეთესია, ფილებიც შეიძლება, ოღონდ არაფერი არ დავუმატოთ)
*როცა გალღვება, მთლიანად ამოვავსოთ ეს ფორმა შოკოლადით
*შემდეგ ისევ გადმოვღვაროთ მთლიანად შოკოლადი, უკნიდან ხელი დავარტყათ რომ კარგად ჩამოიღვაროს.
*შევდგათ ეს შოკოლადიანი ფორმა საყინულეში 5 წთ.
*მანამდე კი მოვამზადოთ გული
*გამოვიღოთ ფორმა და პატარა კოვზით ან ტორტის მოსართავით ჩავასხათ გული.
*ძაანაც არ ამოვავსოტ. გავთვალისწინოთ რომ უნდა გადავაფაროთ სხვა შოკოლადით.
*შევდგათ ისევ საყინულეში 5 წთ.
* გამოვიღოთ დაზევიდან გადავასხათ დარჩენილი შოკოლადი.
* მოვაცილოთ ზედმეტი გადმოსული შოკოლადი და ისევ შევდგათ საყინულეში 10 წთ, ანუ სანამ ძირი არ გაუმაგრდება კარგად .
*შემდეგ მივირთვათ გემრიელად
შეგვიძლია ფორმებს ფუნჯით წავუსვათ შოკოლადი, ჩასხმის მაგივრად...
გული კი რასაც გვინდა იმას გამოვყენებთ, შეგვიძლია ლიქიორით შევანელით ....
აქ კი დაახლოებით აღწერილია ის პროცესი, რაც ზევით ავღცერე
This post has been edited by faustina on 8 Jun 2009, 22:20