ჩურჩხელებიახალი წელი მოდის და აქტუალური გახდა მათთვის ვინც არ იცის მისი რეცეპტი:
ჩემთვის მისი მომზადება არის ძალიან ადვილი, და რაც მთავარია ნებისმიერ დროს შეგიძლია გააკეთო, დღესასწაულამდე 1 კვირით ადრე... (გექნება ნედლი გემრიელი ახალ-ახალი ჩურჩხელები მთელი წელი...)
10ცალი საშუალო ზომის ჩურჩხელისთვის
საჭიროა:
ნიგოზი (კარგად გამომშრალი)
1 ლიტრი ბადაგი (ან 1 ლიტრი ნაყიდი ყურძნის წვენი+1 ჭიქა შაქარი)
8 დიდი თავმობმული სადილის კოვზი თეთრი პურის ფქვილი
(სურვილის მიხედვით მე 1 კოვზ დარიჩინს ვუმატებ, ერევნის ჩურჩხელას მაგონებს და იმიტომ.)
2-პირ ძაფზე (რომელიც მაკრატლის გარეშე არ წყდება!!) ავაბამთ ნიგვზებს, ან მთელ ლებნებს, ან ნახევარს. ამობურცული მხარე ზემოდან. პირველ ნიგოზს მე ორჯერ ვუყრი ძაფს სიმაგრისთვის.

მოვამზადებთ ყველა საჭირო ინვენტარს...

ქვაბში ჩავყრით შაქარს და ფქვილს, მოვურევთ....

დავასხავთ ჯერ 1/3 ლ ყურძნის წვენს, და კარგად გავხსნით ფქვილს...

დავამატებთ დანარჩენ წვენსაც და კარგად მოვურევთ.

შემოვდგამთ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშავთ თათარას...

რომ ადუღდება, დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთი კიდევ ვადუღებთ, პერიოდული მორევით, რომ არ დაგვეწვას...
შემდეგ ჩავდებთ აბმულ ნიგვზის მძივებს, და კარგად დავფარავთ თათარათი,

ამოვწევთ, და მივიღებთ ლამაზ წვეტიან ჩურჩხელას...


ჩAმოვკიდებთ რაიმე ჯოხზე გასაშრობად (თუ დააცადეს!) სითბოში...

1 კვირაში მზადაა !
პ.ს. მე ერთხელ ვავლებ ჩურჩხელებს, რომ მალე გაშრეს...
პ.ს.პ.ს. დარჩენილი თათარა მიირთვით გემრიელად...


ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ...
born to live...