ზუსტ რეცეპტს გეტყვი, ყოველთვის ერთნაირად იდეალური გამოდის....
რადგან უკვე დავიწყე კეთება, და შუა გზაში ვარ გაჩერებული, დასაწყისისთვის გეტყვი რომ 1 კილო თეთრი ქათქათა ნიგოზი და 0.5ლ-იანი ქილა აბსოლიტურად ნატურალური თაფლი (ყელამდე!!!!!!!) დაგჭირდება. +3ს.კ.შაქარი.
(იმისათვის რომ ხრატუნა გამოვიდეს გოზინაყი!)
ამ ნოგოზს ოდნავ მოვხალავთ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ დაგვეწვას...
ვაცლით კანს. (ეს ძაააალიან საჩალიჩოა...) (რა სიტყვაა, მაგრამ ასეა და რა ვქნა...) (მე უკვე გავაცალე

)
ვჭრით თხლად.( არაუშავს თუ ისე ძალიან თხლად არ იჭრება, როროგც მოუხალავი ნოგოზი!)
ამის მერე თAფლს ვასხავთ ტაფაზე (მე ტეფლონის ღრმა ტაფას ვიყენებ უკვე 3 წელია, წარმატებულად.), ხის კოვზით ძააააააალიან დაბალ ცეცხლზე ავადუღებთ თაფლს მუდმივი მორევით, და როგორც კი ადუღდება გადმოვდგამთ და გავაციებთ ასევე მუდმივი მორევით...
კიდევ 2 ჯერ გავიმეორებთ იგივე პროცედურას.
მე-4 ჯერ ადუღებისას ჩAვყრით 3 ს.კ. შაქარს და ასევე მუდმივი მორევით გავხსნით შაქარს შიგნით.
ჩავაყრით გაზზევე დაჭრილ ნიგოზს, ფრთხილად ავურევთ.... 5 წუთი ნელი მორევით კიდევ გავაჩერებთ ცეცხლზე, ისე რომ ყველა მხრიდან თანაბრად იყოს ოდნავ შეოქროსფერებული.
გადმოვიტანთ წყლიან დაფაზე, გავათხელებთ სველივე სათხელებლით, და წყლიანი დანით დავჭრით, დავალაგებთ თეფშებზე, ეს ყვეალფერი ხდება მანამ, სანამ ცხელია.
თითებს ჩაიკვნეტ.!