გოგოებო, ტორტის რეცეპტი მინდა მივამატო თქვენს კოლექციას.
ეს არის (მიახლოვებით ფრანგული ტორტი რომელსაც ჰქვია კრემპფელი)
ჩემი ვერსიით გამომივიდა ასეთი
1კგ. მარწყვი ან ნებისმიერი ხილი
250 გრ. ხაჭო
300 გრ. არაჟანი (30% ცხიმიანი)
25 გრ. ჟელატინი
1 ჭიქა მაწონი
1 პაკეტი საფუარი
2 ცალი კვერცხი
ფქვილი
2 სკ ზეითუნის ზეთი
შაქრის ფხვნილი
მუსკატი დაფქული
3 ს.კ კარიცა
მარილი, მაწონი, საფუარი, კვერცხი, ფქვილი, დავამატოთ მარილი, შაქრის ფხვნილი, მუსკატი დაფქული, კარიცა, ზეითუნის ზეთი და ავთქვიფოთ(ცომი იქნება თხელი, როგორც არაჟანი) გავაჩეროთ ცოტა ხნით(მიახ. 10-15წთ-ს)
გამოვაცხოთ თხელი ბლინები ტაფაზე. გავაციებთ.
კრემი ხაჭო და სმეტანა აურიოთ, შაქარი გემოვნებით, დავამატოთ ჟელატინი (ხსნადი-დამბალი) შეურიოთ ამ მასაში. დავჭრათ ხილი...
საინზე დავდოთ გაციებული ბლინი და წაუსვათ მომზადებული მასა(კრემი) ძალიან თხელ ფენად+ბლინი მომზადებული მასა(კრემი) ძალიან თხელ ფენად დავალაგოთ დაჭრილი ხილი, დავაფინოთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი დავაფაროთ შემდეგი ბლინი +ცოტა კრემი შემდეგი ბლინი+ხილი კრემი,ბლინი+და ა შ. ბოლო მთავრდება ბლინით, წავუსვათ ბევრი კრემი, დავალაგოთ ხილი, გვერდებზეც ბევრი კრემი და მივაკრათ დაჭრილი ხილის ნაჭრები. შედგით მაცივარში 20წთ-ს
მიახლოვებით 1საათი დრო დაგეხარჯებათ.