ბლომანჟე
(ბლო-თეთრი;მანჟე-ჭამა;ფრანგ.)
ინგრედიენტები:
კვერცხი - 1ცალი;
შაქარი - 1ჩ.ჭ.
რძე - 1 ჩ.ჭ. (ანადუღარი და გაციებული)
არაჟანი - 400გრ. (2 ქილა მიწერია რეცეპტში და, თუ ზუსტად მახსოვს, 200 გრამიანი მინის ქილები იყო-ხოლმე ადრე)
ჟელატინი - 1 პაკეტი;
წყალი - 1ჩ.ჭ. (ანადუღარი და გაციებული)
ვანილი - გემოვნებით და სურვილისამებრ

ფერები - სურვილისამებრ - შეიძლება ხილის წვენი ან ყავა...
ასევე სურვილისამებრ - ხილი, ქიშმიში, ნიგოზი, გახეხილი შოკოლადი ან სხვა რამ...
მომზადება:
ჟელატინი დავალბოთ წყალში 1 საათით.
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი,
შევურიოთ არაჟანი, რძე და ვანილი.
ჟელატინიანი მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე,
ჟელატინი უნდა გაიხსნას მთლიანად, მაგრამ არ უნდა ადუღდეს!!!
ათქვეფილ მასას დავამატოთ გაგრილებული(ოდნავ თბილი) ჟელატინიანი წყალი.
გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და გავყინოთ საყინულეში.
თუ ფერებში ვაკეთებთ,გავყოთ იმდენ ნაწილად,რამდენი ფერიც გვინდა.
შევურიოთ ფერები,მაგალითად:წითელი-ალუბლის მურაბის წვენით,
ყავისფერი-ყავით ან კაკაოთი,მწვანე-ისპანახის ან ოხრახუშის წვენით,
ერთი ნაწილი თეთრად დავტოვოთ და
ჭიქებში ჩავასხათ ფენა-ფენა და თითოეული ფერი-ფენა გავყინოთ 15 წუთი,
შემდეგ მეორე ფენა-ფერი დავასხათ და ისიც 15 წუთი და ა.შ.
ინტერპრეტაციები ხილით,ჩირეულით ან შოკოლადით - თქვენზეა!
შეგიძლიათ, თავიდანვე შეურიოთ, შეგიძლიათ, უკვე გაყინული მორთოთ

შეგიძლიათ არც არაფერი შეურიოთ და, სახელიდან გამომდინარე, თეთრი და ქათქათა მიირთვათ!
გემრიელად მიირთვით!
likablenatalia001