OK, მოკლედ, ხალადეცი ბევრი რამისგან კეთდება, ასეტრინით ან მამლით დაწყებული და ხბოთი ან ღორით დამთავრებული.
მე მიყვარს ღორის ხალადეცი

ღორის თავს და ფეხებს (შეეცადეთ, რომ ძალიან ქონიანი არ იყოს, საშუალო სჯობია) მაგრა გაწმინდავთ, შეტრუსავთ, მერე ისევ გაწმინდავთ, მერე ისევ და ისევ გაწმინდავთ.
ბოლოს - გარეცხავთ და ქვაბში მოათავსებთ, წყალს დაასხავთ ისე, რომ დაფაროს და კიდევ მეტი იყოს (ამ მომენტიდან წყლის დამატება აღარ შეიძლება და ანგარიში აიღეთ, რომ აუცილებლად ამოშრება რაღაც ნაწილი). დგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხუფს ახურავთ და ადუღებთ. რომ წამოდუღდება, ქაფს ხდით ძალიან აქტიურად.
ხორცი უნდა ჩაიხარშოს, ძვლებს უნდა მოსცილდეს. ეგაა მთავარი. ამიტომ, საღამოს რომ დადგამთ, ხალადეცი მზად იქნება დილით, თუ დილით დადგამთ - მზად იქნება საღამოს.
სანამ იხარშება, ჩაუწყვეთ ხახვი (მთლიანი, დაუჭრელი), სტაფილო, შავი პილპილი (დაუფქვავი!), დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი ("დუშისტი"

- ეგ მთავარია), დააყარეთ მარილი და ხარშეთ, მოკლედ. ყველაზე კარგი იქნება, თუ უბრალოდ, დაივიწყებთ, რომ ხალადეცს ხარშავთ - წადით და სხვა საქმეს მიხედეთ, მაგას იმდენი დრო უნდა

ხოდა როდესაც ბულიონში ნახავთ, რომ ძვალი ცალკეა, ხორცი ცალკე, აი მაშინ იწყება თავდავიწყება......

მოკლედ: გადმოიღებთ ხორცს სინზე და გააცივებთ. ძვლებს გადაყრით (გასარჩევი გექნებათ ფეხის ხრტილები, ეგ ყველაფერი უნდა გადაყაროთ, დატოვოთ მხოლოდ ხორცი). ბულიონს გასინჯავთ გემოზე და უნდა იყოს ძალიან გემრიელი, თუ რამ აკლია ("სურნელოვანი", შავი პილპილი ანდა მარილი - დაუმატეთ!).
მერე აიღეთ ორი ჩანგალი და ეს ჩახარშული ხორცი (სინზე რომელიც გაქვთ), ჩეჩეთ, არ დაჭრათ! რაც უფრო კარგად გაჩეჩავთ ხორცს, მით უფრო ჰაეროვანი და გემრიელი იქნება ხალადეცი.
ისე - საზიზღარი, გულისამრევი საყურებელია ეგ ხორცი, მაგრამ ფინალი ფანტასტიკური და უგემრიელესია, მაგან გაგამხნევოთ

ასე რომ, ჩეჩეთ ორი ხელით და ორი ჩანგლით, გულდასმით. სამშობლო და ერი დაგიფასებთ მაგ ღვაწლს!

ამასობაში ის ბულიონი მბჟუტავ ცეცხლზე რომ გიდგათ, არ დაგავიწყდეთ!
გაჩეჩილ ხორცს გაუსინჯავთ გემოს და მაგარი გემრიელი უნდა იყოს, თუ რამ აკლია - დაუმატეთ! როცა მოურევთ, რკინის კოვზით მოურიეთ, არ მოურიოთ ხის კოვზით - სიმსუბუქე დაეკარგება. ვერ ვხსნი, მაგრამ დამიჯერეთ, რკინის სუფრის კოვზი იხმარეთ

აიღეთ ბულიონი და ორჯერ გადაწურეთ (ქვაბს დაახურეთ მარლა და ისე) - ხალადეცი გამჭვირვალე გამოვა იმ შემთხვევაში, თუ თავიდან დუღილისას ქაფს ენერგიულად ხდიდით.
მერე ამოაწყვეთ ფორმები (ანუ ჯამები), რა ფორმისაც გნებავთ. ჯერ ჩადეთ მოხარშული კვერცხი (მე 1/2 -1/2-ს ვდებ, მაგრა მიყვარს. გვერდით დაუდეთ სტაფილო (მსხვილი ნაჭრები, სტაფილოს მთელი მაგ ხარშვის პროცესში მაგარი გემო ედება და სულ სხვა რა გამოდის. დადეთ 1 ჯამზე 1 ნაჭერი ლიმონი (ფანტასტიკურ სურნელს მისცემს), ბოლოს დაამატეთ ხორცი და მერე დაასხით ბულიონი ისე, რომ დაფაროს. ხორცი ნაკლები უქენით და ბულიონი მეტი = უფრო ნაზი გამოვა.
ჩემი ანგარიშით, ერთ მომსხო თავსა და ფეხებზე, 7-8 მამაპაპური ჯამი ხალადეცი უნდა გამოგივიდეთ

შეიტანეთ, მოკლედ, ეს ჯამები მაცივარში და დილას რომ შეიკვრება ქვასავით, მაგაზე კარგი საუზმე, ან საპახმელიო არ არსებობს......

განსაკუთრებით - პირშუშხათი (ხრენით), ან თუნდაც მდოგვით. მირთმევის დროს შეიძლება მოგეხასიათოთ ძმარი.
ინგრედიენტები: ღორის თავ-ფეხი, 2-3 მსხვილი ხახვი, 2-3 მსხვილი სტაფილო, 5-6 დაფნის ფოთოლი, 4-5 მოხარშული კვერცხი, 1 ლიმონი (ნაჭერი, დასაფენად), პეტრუშკის ტოტი (ეგეც დასაფენად),მარილი, სურნელოვანი წიწაკა და შავი პილპილი - გემოზე.
მიირთვით და მირვევამდე თვენს ლოცვებში კეთილი სიტყვით გამიხსენეთ მე, მონა ღვთისა, ჯონი უოკერი
This post has been edited by Johnnie Walker on 13 Mar 2008, 00:57