თვითონაც რა კარგია (თვალები ექნება ულამაზესი) და რა საყვარლად ჭამს!
წინა პოსტში ვეღარ ვასწორებ და აქ დავდებ ორ ფოტოს, მაგრამ არ დამიწყოთ ახლა, რას ჰგავხარო და მასეთები.
ნათქვამია, საცა მიეხეტო, იქაური ქუდი დაიკოსეო და ა ბატონო - ფშავში ფშაური ფაფახი მოვირგე (თუ ფაფახი ყელზე მოსახვევს ჰქვია?

). მეორეც მაქვს მაგ ქუდში გადაღებული - იქ ნაღდი მთიელი ვარ კუშტი გამოხედვით, მაგრამ არ მაღირსა ის ფოტო ცხენიანმა კაცმა.

ამ სურათის დადება ბარე არ მინდოდა - აქ იმაზე უარესი ვარ, ვიდრე - ცხოვრებაში... ვაჟას ფუძეზე ლექსის წაკითხვას დიდი თავხედობა კი სჭირდებოდა, მაგრამ როგორ იქნებოდა ფშავში, ფშაველი კაცის მიერ დაწერილი ფშავის ის სადიდებელი არ მეთქვა, რომლის პირველი სტროფიც სიგნატურედ მიწერია.
ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
ღამით რომ იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში - თავნება წაწლების ფერება.
ლექსებში ფშაველ კაცს ვინა ჰყავ ბადალი,
სიმღერით იციან ჩონგურზე თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით - კოპალის ხსენება.
მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ.
სალი კლდის ვეფხვები ჩნდებიან ფშავლებად,
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.
კვლავ ნუღარ მაწვალებ, მიბრალე მზექალო.
ისმინე მთვარისავ, ვაჟკაცის ვედრება -
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდებათ მაგ თვალთა მშვენება.
This post has been edited by tavadze on 19 Feb 2009, 00:50
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".