საზამთროს საზეიმო კრიუშონი განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში, აგარაკზე, თუ გეწვევიან სტუმრები

10-12 კაცზე მზადდება შემდეგნაირად:
მსხვილ საზამთროს (თვალით გათვალეთ რამდენად დიდი გჭირდებათ - ალკოჰოლური განცხრომის მსურველთა რაოდენობას გააჩნია

) ცალ მხარეს აჭრით თავს (არ გადააგდებთ), სუფრის კოვზით ან დანით მთლიანად ამოიღებთ შიგთავსს ცალკე სინზე და შეინახავთ მაცივარში. შემდეგ ცარიელ საზამთროში ყრით მსხვილ კუბიკებად დაჭრილ ატამს, ამატებთ ცოცხალ ალუბალს ან ალუბლის კომპოტს ალუბლიანად, ანანასის კუბიკებს (ან ანანასის კომპოტის წვენს კუბიკებიანად), შეგიძლიათ დაუმატოთ კივი, ოღონდ ცოტა, გემო/არომატის მისაცემად.
მერე ასხამთ შამპანიურს, კონიაკს (1 ბოთლ შამპანიურზე 200 გრ. კონიაკი), დააცლით კურკებს და უკან საზამთროში აბრუნებთ მსხვილ კუბიკებად დაჭრილ საზამთროს გულს (დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ ან გადაყაროთ

), ურევთ, ახურავთ ხუფს (ანუ იმ მოჭრილ თავს) და დგამთ მაცივარში 2-3 საათით (თუ მეტი ხნით, მთლად უკეთესი, მაგრამ ღამით არ დატოვოთ). მერე გამოდგით, ხუფს რომ ახსნით დაამატეთ კიდევ შამპანიური და მიირთვით დიდი, კოქტეილის ჭიქებით

ახლა უკვე, რახან ალუბალი გადასულია, ალუბლის კომპოტი გირჩევნიათ (გერმანული, პოპულიში ყრია).
მაცივარში რომ შედგამთ, გერმეტულად დაახურეტ ხუფი! სკოჩს თუ მოუჭერთ, მთლად უკეთესი

ყველა ინგრედიენტი გემოზე. იცოდეთ, რომ ისმევა მსუბუქად და სასიამოვნოდ, მაგრამ ათრობს მაგრად!

თან გაითვალისწინეთ, რომ მთავარია პროდუქტის ხარისხი: საზამთრო უნდა იყოს ტკბილი და წვნიანი, ატამი უნდა იყოს მწიფე და სურნელოვანი, სასურველია სახეჩი, შამპანიური - კარგი, რასაც ჰქვია "პატიოსანი" ბრიუტი, კონიაკი ფრანგული, ალუბალი - შპანცკი

უხარისხო პროდუქტისგან გამოგივათ ბანძობა (როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით

),
რომ მიირთმევთ, თუ დაგევასათ, კეთილი სიტყვით მოიგონეთ ჯონი უოკერი, რომელსაც მაგრა უყვარს ეგ კრუშონი, თუმცა იშვიათად აკეთებს ხოლმე

This post has been edited by Johnnie Walker on 30 Jul 2009, 11:52