- დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..
-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც
ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან..
შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,
მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,
-ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,
დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!
ხალხო ეს სიმღერად იყო მახსოვს. უეჭველი იყო. ეხლა გადავაბრუნე მთენი ნეტი და ვერ ვპოულობ. ისე დამაჯერებლად ვერ ვპოულობ, 100% რო არ ვიყო დარწმუნებული ეჭEვი შემეპარებოდა

ხო არ იცით სად შეიძლება მოვიძიო? წინასწარ მადლობთ