მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია...
**********
საქართველოს ვადღეგრძელებ
ნაკუწ ნაკუწ კიარა,
გაუმარჯოს საქართველოს,
ერთიანად, მთლიანად...
**************
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!
ლექსით გააბრუო, ქარით მოიტაცო
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!
მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო
არ გამოგყვება? კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და მაინც მოიტაცო!!!
********კაცი?
კაცი ოხერია,
თქმა იციან ქალებმა.
ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება,
შუბლს იწმენდენ ოფლიანს.
კარებს გაიჯახუნებენ,
სხვასთან გაერთობიან.
კაცი?
კაცი უტეხია,
როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს,ღვინოს დალევს
და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი,
წავა არც მოგინატრებს.
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს,ანდა ვაგონს გაჰყვება.
გვერდით ვინმე თუ არ უნდას,დიდად არც ენაღვლება.
ქალი?
ქალი მხნედ გაუძლებს,
ტარტაროზს და შაითანს.
ცხოვრებაში ყველანაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა დიდი იყოს,
შიში არ აქვს აღმართის.
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატი.
თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულგგრილობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები გულში,
გაეყრება ხანჯლებად.
შემოდგომის ყვავილივით
ზეზეურად დაჭკნება.
ქალს?
ქალს მარტო ნუ დასტოვებთ,
სანამ ქვეყნად არსებობთ.
ქალი?
ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო
თქვენ გაგიმარჯოთ!