ჰასუთა ესაა წითელი სიმინდის ღერღილისგან გაკეთებული ტკბილი ფაფა ერბოთი
სულთანურები(მე "თვალით" ვღებულობ პროდუკტებს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოდის)
2-3 კვერცხი, რძე 2 ჭიქა, ფქვილი მაქსიმუმ 500 გრამი, გატარებული ხორცი 1კგ, მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ოხრახუში თუ საშუალებაა, 2 საშუალო ზომის თავი ხახვი.
ბლინი (როგორც ფრანგული crepes , მაგრამ უშაქრო):
ავთქვიფოთ კვერცხი, ცოტა მარილი დავამატოთ და ოდნავ შემთბარი რძე, შემდეგ თვალის ზომით ნელნელა ჩავამატოთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ გასქელდეს, რადგან ბლინი თხელი უნდა იყოს, სისქე ცომის როგორ გაგაგებინო არ ვიცი, დაახლოებით ბანანის ნატურალური წვენები რომ იყიდება იმ სითხელის უნდა იყოს, კარგად ავთქვიფოთ, გავაჩეროთ ასე 10 წუთი და მერე კიდევ ერტხელ მოვურიოთ. მანამდე ტაფა უნდა გახურდეს, პატარა ყავის ჭიქაში მოამზადე ზეთი, ძალიან ცოტაა საჭირო. ცხელ ტაფას ოდნავ მოუსვი ეს ზეთი, თუ გაქვს ფუნჟი სამზარეულო უკეთესია იმით მოსმა. დაასხი ცომი ამ ტაფას, მაგრამ ძალიან ცოტა, რაც ძირს დაუფარავს , მერე ატრიალე ტაფა და რაც ზედმეტია უკან გადმოასხი. შეიწვება ეს ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან, ასე გააგრძელებ ბოლომდე, ცალკე თეფშზე კი ეს ბლინები ერთმანეთზე დავაწყოთ.
ფარში:
ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ძალიანნწვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცი და კარგად მოვშუშოთ, შევკაზმოთ მარილით, წიწაკით და ხმელი სუნელებით, ოხრახუშის შემთხვევაში კი, როცა ეს ფარში დამზადდება, სულ ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გადმოვდგათ ცოტა გასაცივებლად.
დამზადებული ბლინები ავიღოთ და უმ მხრიდან დავადოთ ფარში, თვალით შეაფასე რაოდენობა, ერთი სუფრის კოვზი ალბათ ან ცოტა მეტი, გააჩნია ბლინის სიდიდეს. შევახვიოთ, ეს გასაგებია როგორ და შევწვათ ან ღუმელში, ან ოდნავ ზეთიან ტაფაზე, შიგა და შიგ მოურიეთ. და ესაა .
ბლინები ცოტა სახლაფორთოა, თუ პირველად აკეთებ, მარა რამდენიმე რომც გაფუჭდეს, მერე მაინც გამოვა, მიხვდები მეთოდს, მთავარია ტაფა იყოს ძალიან ცხელი.
ქელეხის ტრაციდია სერბეთშითემა "ქელეხის სუფრა" არსებობს, მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტრადიციაა და ამიტომ აქ დავწერ, ისიც ქართულს არ ეხება. მოკლედ ავღწერ ამ პროცესს, ჩემთვის დღესაც საკვირველია სერბების ეს წეს-ჩვეულება.
თუ ვინმე გარდაიცვალა საღამოს 9-10 საათამდე, მეორე დღეს 15 საათზე ასაფლავებენ. თუ უფრო გვიან, მაშინ ერთი დღით გვიან. ჩვეულებრივ მოდის მღვდელი, წესს უგებს, ოღონდ ეს ხდება დაკრძალვის წინ რამდენიმე საათით ადრე.
ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება სანამ მიცვალებული არ გასვენებულა, სახლში რაიმე საქმიანობას ხელი მიჰყონ, როგორიცაა საჭმლის გაკეთება, გაწმენდა და ნებისმიერი სახლის სამუშაო. სოფლებში არიან მეზობლები, რომლებიც "მიმაგრებული" არიან მსგავს შემთხვევებისთვის ერთმანეთზე. ხდება ქელეხის სუფრის მზადება, ასევე მომსახურე პერსონალის სადილის მირთმევა. მოსულ ხალხს კი უკლებლივ ყველას სთავაზობენ ყავას, სასმელებს, ტკბილეულს, ნამცხვრებს. მომსვლელებს მოაქვთ გვირგვინები, ყვავილები, ასევე სხვადასხვა სახის ტკბილეული და კორიდორში განთავსებულ დიდ მაგიდაზე აწყობენ. ახლო ნათესავები და მეზობლები ვალდებული არიან ე.წ. კალათის მოსატანად, ანუ კალათებში აწყობენ შოკოლადებს, კანფეტებს, სასმელებს, სხვადასხვა ნამცხვრებს, სანოვაგეს, ასევე დაფქვილ ყავას და მსგავსებს.
ქელეხის სუფრა დიდად არ ჩამოუარდება ქორწილისას. იკვლება საქონელი, ფრინველი. აუცილებელია შემწვარი გოჭი, ტოლმა, ლობიო, თევზი, შემწვარი ქათამი, შემწვარი ბოსტნეული, სალათები. ნამცხვრებიდან კი ტორტების ჩათვლით ყველაფერი კეთდება.
როდესაც მღვდელი წესის აგებას დაასრულებს, გამოასვენებენ მიცვალებულს და ლიტიის სახით ხდება მიცვალებულის წასვენება სასაფლაოზე. სწორედ აქ არის რაღაც სასწაული წესები: სანამ მღვდელი არ დატოვებს ოთახს, ოჯახის წევრის გარეთ გამოსვლა ცუდ ნიშნად ითვლება ( შარშან ჩვენი დიდი ბაბუა გარდაიცვალა და რომ მორჩა მღვდელი ლოცვას, გარეთ გამოვედი აუცილებელობის გამო და რისხვა დამატყდა თავს, ისიც საჯაროდ

). გარდა ამისა, საფლავზე მისვლამდე უკან მოხედვა არ შეიძლება, არც პროცესიას ჩამორჩენა. დაკრძალვის შემდეგ ოჯახის უფროსი მამაკაცი ბრუნდება პირველი სახლში და ისიც უკან არ უნდა მოიხედოს, თან სოფლის სამრეკლოზე გაივლის და 3-ჯერ შემოკრავს ზარს.
ის ხალხი, ვინც სასაფლაოზე გაყვება , მოდიან უკლებლივ უკან და იწყება ტრაპეზი, რამდენიმე ეტაპად: აუცილებელია რომ სუფრაზე კენტი რაოდენობა ხალხი იჯდეს. ოჯახის წევრები კი სულ ბოლოს ჯდებიან. საინტერესო მომენტი კიდევ ის არის, რომ როცა სტუმრები ტრაპეზს მორჩებიან, ჭირისუფალთაგანი თითოეულს ურიგებს ბულკების მაგვარ პურს და სანთელს, რომელიც მერე სახლში მიცვალებულის სულისთვის უნდა დაანთონ (იხ. სურათი)


ამის მერე 40 დღე მეზობლის ბავშვს დილას 12 საათამდე ყოველ დღე თუნგით მოაქვს მიცვალებულის ოჯახში წყაროს წყალი, მთელი წიოკია უცებ რომ დაავიწყდეს