* * *
არ ჩანს პოსტი

ვეცდები აბა კიდევ
ქეთ,
აი, ლამაზო, ცოტა მოვახერხე და იმედია მოგეწონებათ. უკეთესი მერე იყოს

გავაგრძელებ:
ცოტას სააღდგომო ტრადიციებზე შევჩერდები.
აღდგომამდე 1 კვირით ადრე , ბზობის წინა დღე არის ე.წ. -ლაზარეს შაბათი - СВЕТИ И ПРАВЕДНИ ЛАЗАР - ЛАЗАРЕВА СУБОТА - ВРБИЦА სერბეთში ეს დიდი დღესასწაულია.
დილას წირვის დაწყებამდე უკვე გამზადებული აქვთ ტყეში დაკრეფილი ყვავილებისა და მწვანეფოთლიანი ხის ტოტებისაგან დამზადებული გვირგვინები, რომელსაც მსახურების შემდეგ კიდეც აკურთხებს მღვდელი და მეორე დღეს ბზობაზე მრევლს ურიგდება. იმ მცენარეს ზუსტად არ ვიცი ქართულად რა ქვია, სერბულად ქვია ვრბიცა.
ამ დღეს სოფლებში ”იქმნება ” პატარა გოგონების ჯგუფები, ჩაცმულები ეროვნულ სამოსში, მღერიან ლაზარეს ტროპარს (ლაზარკა ქვია ამ სიმღერას) და მეზობლები მათ ურიგებენ სხვადასხვა სანოვაგეს და კვერცხებს, რომელიც სააღდგომოდ უნდა შეიღებოს .
”ვრბიცებით” მორთული ბავშვები:

ამ დღეს ჩვეულებრივ შუადღის შემდეგ ბავშვები კრიფავენ მინდვრის ყვავილებს, რომლებსაც აწყობენ წყალში და მეორე დილამდე, მეორე დღეს კი ბზობაა. ამ ყვავილების წყლით იბანებენ თავებს და ეს მათი ბაბა და პრაბაბა-ების გადმოცემით ვითომ ჯანმრთელობის მომტანია .
ლაზარეს შაბათს გამოაქვთ ნაგავი სახლიდან და სადღაც სახლისგან მოშორებით წვავენ. ნიშნავს გასუფთავების იმიტაციას.
ხშირად ბიჭები ამ დღეს მდინარეში ბანაობენ და როცა წყლიდან ამოდიან, ფეხზე იდებენ კენჭს და რაც შეუძლიათ ასე ფეხით იქნევენ შორს და თან ამბობენ: ”რამ სიშორეზეც ამ კენჭს გადავაგდებ, იმ სიშორეზე იყოს ჩემგან შორს გველი” (არ მკითხოთ რას ნიშნავს და რა შუაშია, მე კაი ხანია ჯოკონდას ღიმილით ვუყურებ იქ ასეთებს და გაკვირვების უნარი თითქმის აღარ მაქვს ).
ბზობა ЦВЕТИ - ეკლესიებში ცხადია ყველაფერი სრულდება მართლმადიდებლური წესის მიხედვით . ხალხურ ტრადიციებს რაც შეეხება, ამ დღეს წირვის დაწყებამდე ახალგაზრდები სოფლის გზაჯვარედინზე იკრიბებიან, ანთებენ კოცონს და მღერიან . წირვის შემდეგ კი რიგდება წინა დღეს ნაკურთხი ”ვრბიცები”. ამ დღეს გასათხოვარი გოგონები თესავენ რაღაცას, არ ვიცი ქართულად რას ნიშნავს.
დიდი კვირა ВЕЛИКА НЕДЕЉА ანუ ჩვენთან რასაც
ვნების კვირა ქვია, სერბეთშიც ლოცვებით და მძიმე მარხვით მიდის.
დიდ ხუთშაბათს დილას სისხამზე ეზოში ასხამენ ვედრით წყალს და რას ნიშნავს ცხადია არ ვიცი. ერთხელ ვიკითხე და განცვიფრებული შემომხედეს, ხოდა სანამ დავიტუქსებოდი მოვკეტე და მერე აღარც მიკითხავს, მოძღვარს ვკითხე და მითხრა ნუ მიაქცევ ყურადღებასო

.
წითელი პარასკევი ВЕЛИКИ ПЕТАК. - ამ დღეს წირვის შემდეგ მწუხრამდე, როდესაც დატირება ხდება, მანამდე ღებავენ კვერცხებს. პირველი კვერცხი, რომელიც იღებება უწოდებენ ”სახლის მცველს” და იდება კანდელის და ოჯახის მფარველი წმინდანის ხატის წინ და გიორგობამდე ასე ტოვებენ, გიორგობა ანუ ჯურჯევდან ცალკე თემაა და შემდეგში დავწერ. წითელ პარასკევსვე იზილება სააღდგომო პური პოგაჩა და სააღდგომო ნამცხვრები. ბუნებრივი მეთოდებით შეღებილ კვერცხებს რამდენიმე ცალს წყალში აწყობენ და მერე აღდგომის დილას ამ წყლით ტანს იბანებენ.
აღდგომა - УСКРС ეს დღეც ეკლესიით იწყება, ზოგი მიდის ღამისთევაზე და ლიტანიები აღესრულება. დილით კი წირვის შემდეგ იკრიბებიან სახლებში. ამ დღეს ჩვეულებრივ სტუმრად არ მიდიან (სოფლებში, თორემ საზღვარგარეთ და ქალაებში ეს წესი არ სრულდება).
იშლება სადღესასწაულო სუფრები. კლავენ შინაურ ცხოველებს, შემწვარი გოჭი აუცილებელი ატრიბუტია. ზოგი ცხვარს ან ბატკანსაც კლავს, მაგრამ ზოგიერთ სოფლებში რატომღაც ”აკრძალულია” გიორგობამდე ბატკნის დაკვლა. ცხადია მიზეზი ამისა არავინ იცის. შეღებილი კვერცხებისგან რამდენიმე ცალს ინახავენ მომავალ აღდგომამდე. მე სარშანწინდელებიც მაქვს , ინდაურის კვერცხები, ძალიან ლამაზად გააფორმა დედამთილმა ოხრახუშის ორნამენტებით და სუვენირივით მაქვს ვაზაში.

სუფრას რაც შეეხება,როგორც ავღნიშნე მტავარია შებრაწული გოჭი, სხვადასხვა სახის ხორცეულობა, სალათები, ნამცხვრები და ტკბილეულობა:

აღდგომის მეორე დღეს ორშაბათს ქალები მიდიან და ახლობლების საფლავებს აწესრიგებენ, ალამაზებენ. ამ დღეს ხდება ნათესავებთან სტუმრობები.
აქვე დავწერ ზოგიერთი საინტერესო ნამცხვრის რეცეპტს>
Ускршња плетеница
სააღდგომო ნაწნავი ეს არის ე.წ. სააღდგომო გვირგვინი, რომელიც უფლის გვირგვინის ”იმიტაციას” გულისხმობს. მზადდება შემდეგნაირად>
5 ჭიქა პურის ფქვილი (750 გ)
150 გ შაქარი
2 ”კუბიკი” საფუარი
1 ¼ ჭიქა ნელთბილი წყალი
½ ჩაის კოვზი ზაფრანი
2 ჩაის კოვზი სეზამი
3 კვერცხი
150 გ კარაქი
1 ლიმნის კანი
1 პაკეტი ”ნამცხვრის” ფხვნილი ან სოდა 1 ს/კ პლიუს ცოტა ძმარი
მომზადება:
საფუარი ჩანგლით დავჭყლიტოთ 2 ს/კ ფქვილს, 1 ს.კ შაქარს შევურიოთ, დავამატოთ ცოტა ნელთბილი წყალი, ავზილოთ და დავდოთ თბილ ადგილას ასაფუვებლად.
თასში ჩავახალოთ 3 ცალი კვერცხის გული და შაქრის ერთად ავთქვიფოთ. მივამატოთ ზაფრანი, დამდნარი კარაქი, საფუარი,ნელთბილი წზალი, ამის მერე ნელნელა ვამატოთ ფქვილი და თან ვურიოთ. დავამატოთ ასევე ნამცხვრის ფხვნილი ან როგორც ალტერნატივა სოდა ძმრით. ასევე დახეხილი ლიმონის კანი. ცომი უნდა იყოს რბილი და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კიდევ წყლის დამატება. ცომი ისეთი უნდა მივიღოთ ბოლოს, რომ იყოს ფუმფულა და ასევე შეიძლებოდეს მისი ფორმირება. ეს უკვე მოზელილი ცომი გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი ანუ მანამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში. ამის შემდეგ ამოვიღოთ თასიდან და განვათავსოთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, ფქვილიანი ხელით კიდევ ავზილოთ ერთხელ. პარალელურად ჩვართოთ ღუმელი და გავახუროთ 100 გრადუსზე. 2 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სეზამთან ერთად.
ცომი დავყოთ 3 ნაწილად და თითოეული ”დავაგორგვალოთ” გრძლად. თითოეულს წავუსვათ ცოტა გამდნარი კარაქი და დავწნათ ნაწნავივით და მოვახვიოთ (იხ. სურათი 1).

სურათი 1. Ускршња плетеница
მიღებული ნაწნავი გავაჩეროთ კიდევ ცოტა ხანს , შემდეგ წავუსვათ სეზამშერეული კვერცხის ცილა ან ასევე შეიძლება სეზამის მაგივრად წვრილად დაჭრილი ნუში გამოვიყენოთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 10 წუთი 100 გრადუსზე, შემდეგ კი ტემპერატურა ავუწიოთ 170 გრადუსამდე და გავაგრძელოთ ცხობა კიდევ 15-20 წუთი.
გამოვიღოთ და გაცივების შემდეგ შუაგულში ჩავლაგოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხები.
Ускреснја корпа
სააღდგომო კალათი500 გ პურის ფქვილი
1 ჩ/კ მარილი
2 ს/კ შაქარი
1 პაკეტი საფუარი
250 თბილი რძე
3 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ცალი კვერცხის გული და ცოტაოდენი კარაქი (ბოლოს წასასმელად)
მომზადება:
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან მოვზილოთ რბილი ცომი. გავაჩეროთ 30 წუთი და შემდეგ კიდევ ერთხელ ავზილოთ. გავაჩეროთ კვლავ მანამდე,სანამ ორმაგ მოცულობამდე არ აფუვდება.
ვისარგებლოთ ეს დრო და ავიღოთ საშუალო ზომის ცეხლგამძლე თასი, ჩავატრიალოთ და ”შევმოსოთ” ალუმინის ფოლიით (იხ. სურათი 2),

სურათი 2.
აფუებული ცომი გადმოვიტანოთ ჩვეულებრივ როგორც ხდება ფქვილმოყრილ ხის დაფაზე (ან მაგიდაზე) და დავყოთ 4 ნაწილად: მცირე ნაწილი საჭიროა კალათის ძირისთვის, ერთიც კალათის ზედა მრგვალი ნაწილისთვის (სურათ 3-ზე აღნიშნულია ციფრით 1), მესამე ნაწილი კალათის სახელურისთვის და მეოთხე კი კალათის დასაწნავად.
მოკლედ, ასე ფანტაზიის გამოყენებით ვწნავთ კალათს , რომელიც კარგად არის ნაჩვენები სურათ 2-ზე და აღარ დავკონკრეტდები, ღუმელი უნდა იყოს 200 გრადუსამდე გახურებული და დაახლოებით 20-30 წუთი დრო ჭირდება. მხოლოდ იმას მივამატებ, რომ სახელური ცხვება ცალკე, ”ჟარონაზე” კალათის ხელის ფორმით ”მოვღუნავთ” ორად დამწნილ სახელურს და ცალკე გამოვაცხობთ.
საბოლოო შედეგი კი არის ასეთი:

სურათი 3.
This post has been edited by CZ88 on 21 Apr 2009, 15:45