შოკოლადის ბისკვიტი
პირველი ვარიანტი:
1 კოლოფი შესქელებული რძე
2 ცალი კვერცხი
1ჩ.ჭ. ფქვილი
5-6 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
1-2 ჩ.K. ლიქიორი(ან კონიაკი) თუ არ გაქვთ არაა პრობლემა
0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი
გავთქვიფოთ კვერცხები,შევათქვიფოთ შესქელებული რძე,დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში,დავაცრათ ფქვილი+კაკაოს ფხვნილი,ამოურიოთ კარგ მასამდე და ჩავასხათ ლიქიორი.ეს მასა მოვათავსოთ ყალიბში,უმჯობესია პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინოთ+კარაქი გადაუსვათ,გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 180 გრადუსზე ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში(ხის ჩხირით გაუსინჯოთ ცომის გამოცხობა,შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ დრო,მთავარია ძალიან არგამოაშროთ ღუმელში).
ნაღების კრემი:
500 მლ. ნაღები 36%
2-3 ს.კ. შაქრის პუდრი
შეგიძლიათ დაამატოთ ახალი უცხიმო,წმინდა საცერსი გატარებული 100 გრ. ხაჭო
წვრილად დახეხილი შოკოლადი 100გრ. ესეც სურვილის მიხედვით
კარგათ ვთქვეფავთ მიქსერით ცივ ნარებს როცა ამოსვლას(შეკვრას დაიწყებს) ვამატებთ ცოტცოტას საქრის პუდრს.როგორც კი ამოვა ნაღები და მგრადი მასა გამოვა,აღარ ვთქვეფავთ და კოვზით ვამატებთ(თან ვურევთ) გათქვეფილ ხაჭოს+შოკოლადს.
გამომცხვარ ბისკვიტს ამოვუღოთ გული,მე მოუსვი გარშემო არაჟანიც(ქობულეთის)

ჩაულაგეთ ბანანები,ან თქვენს გემოვნებით ხილის კრებული.
ამოღებული გულის ერტი მუჭა გადადეთ,დანარცენი გაურიეთ კრემს და ამოავსეთ ბისკვიტი,ზემოდან მოაყარეთ ნაფხვენი (გადადებული გულის),შეგიძლიათ მოასხათ ტეთრი შოკოლადი ზემოდან,ან დააფხვნათ შოკოლადი.
შედგით მაცივარში 2-3 საათით.
პ.ს. არვიყავი დღეს სახლში
ბოდიშით დაგვიანებული პასუხისთვის.
ninoma
მოდერ შეგიძლია წინა გვერდიდან ის პოსტი შოკოლადის ბისკვიტის წაშალო
This post has been edited by rtuli on 17 Jan 2010, 01:23