ხრაშუნა «ბზრიალა»
ეს პეჩენია თავიდან «ვერასოდეს ვერ გავაკეთებ» კატეგორიას მივაკუთვნე, თუმცა სულ ტყუილად . . ამაზე მარტივი იშვიათად თუ რაიმე გამიკეთებია.
ას, რომ თქვენც ნუ შეშინდებით სურათის დანახვისას, ნებისყოფა მოიკრიბეთ, რეცეპტი ბოლომდე ჩაიკითხეთ და მიხვდებით, თუ რა მარტივია ცხოვრება . .
მასალა:
ფქვილი – 300 გრ, ან 3 პირამდე სავსე ჭიქა;
კარაქი – 200 გრ, ცივი;
შაქრის პუდრა – 100 გრ ან 1 პირამდე სავსე ჭიქა;
კვერცხი – 1 ცალი;
კაკაო – 1 სადილის კოვზი.
ინვენტარი – 2 საშუალო ზომის ჯამი, საჭრელი ფორმები 2 სხვადასხვა ზომის, გასაბრტყელებელი დაფა (სასურველია რომელიც არ იკრავს ისეთი ან კულინარიული ცელოფანი გამოიყენეთ); საბრტყელებელი, ბასრ პირიანი დანა.
საზომ ჭიქად გამოყენებულია ლუმინარის, გამჭირვალე, ხელიანი 180 მლ.ლ ჭიქა.
მომზადების დრო: ცომისათვის – 15 წუთი; ცხობისათვის - 10 წუთი.
მომზადება:
ფქვილი და შაქრის პუდრი აურიეთ ერთმანეთში;
კარაქი ჩადევით ამ ნარევის შუაგულში და დანით აკეპეთ საბოლოო შერევამდე;
გაყავით ეს ნარევი 2 ჯამში, თანაბარ ნაწილად;
კვერცხი გატეხეთ და ოდნავ შეთქვიფეთ;
პირველ ჯამში მოთავსებულ მასას დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და აურიეთ, აქვე დაამატეთ დაახლოებით კვერცხის ნახევარი;
როცა კვერცხს ამატებთ ნარევს, გაითვალისწინეთ, რომ ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, მაგრამ არა სველი ან ზედმეტად წებვადი, ამიტომ პორცია-პორციად შეამატეთ;
ასევე მოზილეთ მეორე ნაწილიც;
მოათავსეთ ცალ-ცალკე ცელოფნებში და შეინახეთ მაცივარში, მინიმუმ 30 წუთით, სანამ ცომი არ შემაგრდება და სამუშაოდ ვარგისი არ გახდება;
ასეთი ცომი რამდენიმე დღეც შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.
ფიგურები:
გაახურეთ ღუმელი საშუალოდ, 180 გრადუსამდე;
ცომის ორივე ნაწილი გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქეზე;
გამოჭერით ერთნაირი ფორმის ფირფიტები. თეთრი ფერის უნდა იყვეს 3 მმ-ით უფრო ფართე ერთ მხარეს, რომ შიდა თეთრი გული გამოიყვანოთ, იხ სურათზე;
თეთრ ფენას ზემოდან დაადევით ყავისფერი ფენა;
რეცეპტში ფენებს შორის ათქვეფილი კვერცხის გულის წასმა ეწერა, თუმცა მე ამის გარეშე გავაკეთე;
გადახვევა დაიწყეთ ფართე თეთრი ფენიდან. გადაახვიეთ მჭიდროდ და თანაბრად;
შემოახვიეთ კულინარიული, გამჭირვალე ცელოფანი და შედევით მაცივარში 1 ან 2 საათით, ან გაყინეთ საყინულეში 40 წუთით;ცომი მაშნ არის დასაჭრელად მზად, როცა თითქმის «ქვასავითაა»;
ბასრი დანით დაჭერით 5 მმ სისქის ნაჭრებად და დააწყვეთ ცხიმ მოსმულ საცხობ ფურცლზე;
ცხვება 10 წუთი. შეეცადეთ ღია ფერის ცომმა ფერი არ შეიცვალოს.
რეცეპტი სურათებში იხილეთ, აქ
"ბზრიალა" სურათებში
მიმაგრებული სურათი
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .