ვაშლის ღვეზელი6 ცალი კვერცხი
250 გრ. მარგარინი(კარაქი)
1 ჩ.ჭ. შაქარი
500 გრ. არაჯანი
1 პაჩკა გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ.კ. სოდა+ძმარი)
ვანილი
2,5-3 ჩ.ჭ. ფქვილი(ფქვილს გააჩნია ზოგი მეტს ითხოვს)
გულსართი:
1 კგ. ვაშლი ანტონოვკა,ან ბროდსკი.
7-8 ს.კ. შაქარი
0,5 ჩ.ჭ წყალი
2 ს.კ. ვანილის პუდინგი(შეგიძლიათ 1 ს.კ. სახამებლით შეცვალოთ)
100 გრ. ქიშმიში
1 ცალი ლიმონი
ოდნავ დარიჩინი
ბეზე :
6 კვერცხის ცილა+ 11/4 ჩ.ჭ შაქარი
მოვამზადოთ გულსართი.დავჭრათ კუბიკებად ვაშლი(კანგაცლილი),დავაყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე.
როცა შერბილდება დავაყაროთ ქიშმიში,გავხსნათ ლიმონის წვენში პუდინგი და დავამატოთ ვაშლის მასაში,როცა შესქელდება გადმოვდგათ.
გავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი და შაქრი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები,დავამატოდ არაჯანი,მოურიოთ კოვზით და დავაცრად გამაფხვიერებელი+ფქვილი.ცომი გამოდის წებოვანი,სქელი არაჯნის.
თუნუქის ფურცელს წაუსვად ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი,გავშალოთ ცომის მასა კოვზით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,გავსინჯოთ ჩხირით ცომი,როცა შეატყობთ რომ მზად არის გამოვიღოთ დავადოთ ვაშლის გულსართი,ზემოდან ბეზე გადაუსვათ და შევდგათ ისევ ღუმელში 5-10 წუთით ,ბეზეს გაყვითლებამდე(აქ მე გრილს ურთავ მაგრამ,თუ არაგაქვთ ცოტა ზემო თაროზე შედგით უფრო მალე შეყვითლდება და ძირი არდაიწვება ნამცხვრის).
This post has been edited by rtuli on 3 May 2009, 23:10