არის საკონდიტრო ნაწარმის 1 თემა,მანდ მოძებნე.
ბევრი კარგი რეცეპტი დევს.
* * *
შოკოლადის ნამცხვარი თაფლით და ბანანითგამოდის სველი, მძაფრი ბანანის და შოკოლადის გემოთი ნამცხვარი.
6 ცალი კვერცხი
150 გრ. კარაქი
200 გრ. მწარე შოკოლადი
0,5ჩ.ჭ შაქარი
0,5 ჩ.ჭ თაფლი
1 ჩ.ჭ ფქვილი
1/2 პაჩკა გამაფქვიერებელი(ან სოდა)
3 ცალი ბანანი
0,5 ჩ.ჭ ნიგოზი ,ან თხილი,ან 2 ს.კ. ლიქიორი დაამატეთ სურვილის მიხედვით.
კარაქი და შოკოლადი დავადნოთ.დავამატოდ თაფლი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები და დავამატოდ დაჭყლეტილი ბანანები.
ფქვილი და გამაფქვიერებელი დავაცრად შოკოლადის მასას.
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ შაქართან ერთად და დავამატოდ ნელნელა ცომის მასას.
გადავიტანოდ კარაქ წასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში.
გამოვაცხოთ180 გრადუსზე 45-55 წუთის განმავლობაში.
მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.