მოხარშული ცომი
გამოიყენება ნამცხვერისათვის:
’შუ”
”ეკლერი”
(მრავალჯერ მიცდია ასეთი ცომის გაკეთება, მაგრამ არასდროს კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. ბოლო-ბოლო აღმოვაჩინე ის რეცეპტი, რომელსაც ვთვლი, რომ სრულყოფილია. რეცეპტი ეკუთვის ბრიტანელ პოპულარულ მცხობელს და ტელე-წამყვანს რეიჩელ ალენს)
მასალა: 200 გრ. ხორბლის თეთრი ფქვილი; 300 მლ. წყალი; 150 გრ. კარაქი; 6 ცალი კვერცხი; მწიკვი მარილი.
გაახურეთ აირღუმელი 220 გრადუსამდე ან გაზი 7-მდე. გამოჭერით პერგანემტის ქაღალდი თუნუქის ფურცლის ზომაზე.
1. გაცერით ფქვილი და აურიეთ მარილი;
2. მოათავსეთ წყალი და კარაქი საშუალო ზომის ქვაბში და შედგით საშუალო ზომის ცეცხლზე; ქვაბს უნდა ქონდეს საშჲალო ან მაღალი გვერდები; ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება; როცა ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან;
3. ადუღებულ კარაქიან მასას დაამატეთ ფქვილი და ურიეთ საბოლოო გახსნამდე ხის კოვზით. მასა უნდა შეიკრას ერთ მთლიან ”ბურთად”;
4. შეამცირეთ ცეცხლი და დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე; ურიეთ დაახლოებით 1 წუთი ან სანამ ქვაბის ძირზე და გვერდებზე ცომის მასის ნარჩენები არ დაიწყებს დაბრაწვას, ფერის შეცვლას;
5. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 1 წუთით;
6. ამ დროში დატეხეთ კვერცხები და მსუბუქად ათქვიფეთ. ისე, რომ ერთიანი მასა გახდეს;
7. დაიწყეთ კვერცხის მასის ჩაშვება ცომიან ქვაბში, ოღონდ ნაწილ-ნაწილ. ჩაუშვით ჯერ ¼, შემდეგ კიდევ დაამატეთ და ასე, შემდეგ - სანამ ცომი არ გახდება თხევადი, მაგრამ სქელი კონსისტენციის. ანუ, ცომს კოვზით რომ ამოიღებთ და გადმოაპირქვავებთ მასა კოვზზე არ უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ არც სწრაფად არ უნდა ვადებოდეს ძირს;
8. ცომი გამოიყენება მომზადებისთანავე, მაგრამ შეგიძლიათ გადააფაროთ სამზარეულო ტილო და შეინახოთ მაცივარში 12 საათამდე. როცა პნაწილ-ნაწილ ცხვება - მაშინ მაცივარში შენახვა საჭირო აღარ არის.
9. ცხობა - ცომი აიღეთ კოვზით, ან მოათავსეთ კოლინარიულ ცელოფანში. კოვზით ცომის დატანისას ერთ კოვზს მიახმარეთ მეორე კოვზი რომ ცომმა მრგვალი, ბურთივით ფორმა შეინარჩუნოს. ფორმებით დასმისას საკმარისი ცომის გამოსვლის შემდეგ - ტბილ წყალშI დასველებული დანით შეაჩერეთ ზედმეტი ცომის გამოსვლა ფორმიდან.
10. ცომი დაალაგეთ ერთმანეთიდან დაახლოებით 3-4 სმ დაშორებით.
10.1. ავთქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის გული და ნაზად გადავუსვათ უკვე თუნუქის ფურცელზე დალაგებულ ცომის ბურთულებს
11. შედგი ღუმელში. 15-20 წუთით (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). გამოცხობის შემდეგ შეეცადეთ ბურთUლებს ზედმეტი ფიზიკური შეხება აარიდოთ თავიდან სანამ ცხელია. ფრთხილად გადმოიღეთ ხის ზედაპირზე, ან ჩვეულებრივ თქფშზე და ახალი პარტია შეაცხვეთ.
ამ მასიდან დახლოებით 2 შეცხობა გამოდის.
აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი:
1. კვერცის რაოდენობა - რომელიც შეიძლება იყვეს 5 ცალიც და 8 ცალიც. მთავარია ცომი მივიდეს იმ კონსისტენციამდე, რაც აღწერილია ზემოთ.
2. როცა ცხვვება ღუმელში, 15-20 წუთის შემდეგ გამოირეთ და ბასრი დანით გვერდზე ფრთხილად ჩახვრიტეთ და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. ასე შიგნითაც გამოშრება და არც დავარდება.
გაცივების შემდეგ გამომცხვარი ბურთულები შეავსეთ ცივი კრემით.
შეიძლება ზემოდან მოესხას სიროფი, შოკოლადი ან მოეყაროს შაქრის პუნდა.
მომზადების დრო - 20 წუთი; ცხობის დროს - 60 წუთი.
This post has been edited by miau on 29 Jul 2009, 16:12
მიმაგრებული სურათი