„სტაფილოს ნამცხვარი“ ნიგვზითა და ცხარე წიწაკით
მასალა:
შაქარი - ყავისფერი 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში გამოიყენეთ თეთრი შაქარი და 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი;
მზესუმზირის ზეთ - 175 გრ;
კვერცხი - 3 ცალი;
სტაფილო - 250 გრ;
ქიშმიში - 50 გრ;
ნიგოზი - 100 გრ;
ფისტაში - 50 გრ;
ფორთოხლის ცედრა - 1 ცალი;
ფქვილი დროჟიანი - 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში - ჩვეულებრივ ხორბლის ფქვილს დაამატეთ ½ ჩაის კოვზი მშრალი საფუარი;
სოდა - 1 ჩაის კოვზი;
მუსკატის კაკალი - 1 ჩაის კოვზი, დაფქვილი;
დარიჩინი -1 ჩაის კოვზი, დაფქვილი;
კაიანური, წითელი, ცხარე წიწაკა - ½ ჩაის კოვზი, დაფქვილი;
სიროფი:
1 ფორთოხლის წვენი;
5-6 კოვზი შაქრის პუდრა.
საცხობი ფორმა - 20X20, ან 22X30, ბლენდერი, 2 ჯამი.
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 160/180 გრადუსამდე, გაზი - 4-ზე. ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ქაღალდი და მოუსვით ოდნავ ზეთი;
2. დაარჩიეთ ნიგოზი, ფისტაშკები. დანაყეთ, უნდა იყვეს პატარა ნაწილებად დაქუცმაცებული და არა, ართიან მასად აზელილი;
3. სტაფილო გათალეთ და დააბლედნერეთ. ასე პატარა, უხეშ ნაწილებად დაქუცმაცდება. ბლენდერის არ ქონის შემთხვევაში - სტაფილო გახეხეთ;
4. ქიშმიშიც დააქუცმაცეთ ბლენდერში, ან დაჭერით დანით (2-3 ნაწილად);
5. ერთ ცალ მწიფე ფორთოხალს გააცალეთ ცედრა - სახეხით, ან ააჭერით დანით (გარეთა, ფერადი კანი, თხლად, ისე რომ თეთრი ნაწილი არ შეყვეს) და ნააქუცმაცეთ;
6. ჩაყარეთ შაქარი (თუ საჭიროა - კაკაოც), ჩაასხით ზეთი და ჩაახალეთ კვერცხი ჯამში. ოდნავ შეთქვიფეთ;
7. ჩაუმატეთ სტაფილო, ნიგოზი, ქიშმიში, ფისტაშკები და ფორთოხლის ცედრა;
8. ფქვილი, სოდა და სუნელები აურიეთ ერთმანეთს და ჩაამატეთ პირველ ჯამში (კვერცხთან და შაქართან);
9. მოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შედგით შუა ან საშუალოზე მაღალ ნიშნულზე და ჩართეთ „ცეცხლის“ მხოლოდ ქვედა პოზიცია;
10. ცხობისთვის საჭიროა 40-50 წუთი. დაახლოებით 30 წუთში შეამოწმეთ გამოშრობის ხარისხი - ასანთის ღერით, როცა ნამცხვირს ჩაჩხვლეტის შემდეგ ასანთის ხერი მშრალი იქნება - ნამცხვარიც მზად არის.
სიროფი:
მიკროტალღური ღუმლის შემთხვევაში - სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ფორთოხლის წვენი და დაამატეთ შაქარის პუდრა, მოურიეთ და შედგით 1 წუთით გასაცხელებლად. გამოიღეთ და აცალეთ შეგრილება, მოაწუწეთ ნამცხვარზე - სურვილისამებრ;
გაზზე მომზადებისას - პატარა ჯამში ჩაასხით ფორთოხლის წვენი და ჩაყარეთ შაქარი, შედგით ცეცხლზე და ურიეთ შაქრის საბოლოდ გახსნამდე და ცოტა შესქელებამდე. გამორთეთ და შეაგრილეთ.
შენიშვნა:
კაიანური, წითელი, ცხარე წიწაკა - ფორმითა და გემოთი საკმაოდ ახლოს არის ქართულ ცხარე წიწაკასთან, თუმცა შემდეგი განსხვავებები მაინც აქვს: ოდნავ უფრო რბილია, ამიტომაც გამოიყენება ტკბილეულში და უფრო არომატულია, თითქოს ახალ მოხალული იყვეს . . უფრო ზუსტად რომ ავხსნა - ახალ მოხალული და დაფქვილი ყვითელი ყვავილის არომატი აქვს- ოდნავ წიწაკა შერეულის . .
ინსტრუქცია სურათებში და
ნამცხვრის შექმნის ისტორია
:
სტაფილოს ნამცხვარი
მიმაგრებული სურათი
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .