აი კიდევ ერთი უგემრიელესი ვარიანტი,რომელიც მაცივარში ინახება.გადმოგიკოპირებთ:
მე წუხელ მოვამზადე ლიმონით მსგავსი კრემი,ანუ არა იდენტური მაგრამ ძალიან გემრიელი და მაცივარში 2 კვირის მანძილზე შეგიძლია შეინახო შუშის ბანკაში.აი რეცეპტიც:
4 ლიმონი
4 ცალი კვერცხი
100 გრ. კარაქი
500 გრ. შაქარი
ლიმონებს გაწურავ და ერთი ლიმონის კანსაც გახეხავ(ცედრას).
ათქვეფავ კვერცხს და შაქარს +კარაქს +ლიმონის წვენი და ცედრა.
მოათავსებ ქვაბში და როგორც ზემოთ აღვწერე ისე მოამზადებ აბაზანაზე ამ პომადკას.
როცა შესქელდება ჩაასხი ქილაში და მერე გამოიყენე.
აი ეს რულეტი ზუსტად მაგ ლიმონის კრემით არის მომზადებული
საკონდიტრო ნაწარმი - II * * *
სტაფილოს ტორტი75 გრ. ნიგოზი(მოშუშული ,მსხვილად დაჭრილი)
255 გრ. სტაფილო(მსხვილად დაქუცმაცებული)
1/3 ჩ.ჭ. ვაშლის პიურე
210 გრ.ფქვილი
1/3 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
225 გრ.შაქარი
180 გრ. ზეთი(მე არმომწონს და დაჩას ვხმარობ,ოთახის ტემპერატურის)
1ჩ.კ. ვანილის ეკსტრაკტი
0,5 ჩ.კ.სოდა
1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
3 ცალი კვერცხი(დიდი ზომის)
ეს მასალა გათვალისწინებულია ერთ ბისკვიტზე 26 სმ. დიამეტრში.
დაჩას ვთქვეფავთ შაქართან ერთად და კვერცხებს სათითაოდ ვათქვეფავთ.
ვამატებთ ვანილის ეკსტრაკტს,ვაშლის პიურეს და ვაცრით ფქვილი+სოდა+გამაფხვიერებელი+მარილი+დარიჩინი.
ამოურევთ ერთგვაროვან მასის მისაღებად.
ვამატებთ ნიგოზს+სტაფილოს.ისევ ამოურევთ ფრთხილად ერთგვაროვან მასამდე და მოვათავსებთ,პერგამენტ ჩაფენილ ყალიბში.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-35 წუთამდე,ანუ ხის ჩხირით გაუსინჯეთ გული ,გამომცხვარ ბისკვიტს.
მეორე ბისკვიტიც იგივე მიმდინარეობით გამოვაცხოთ.
გაციებულ ბისკვიტებს გადაუსვათ კრემი:
70 გრ.კარაქი
340 გრ. კარგი ხაჭო(საცერში გატარებული,ან დაბლენდერებული)
200გრ. შაქრის პუდრი
250 გრ. ნაღები 36%
ვთქვეფავთ კარაქს და ხაჭოს,მერე ვამატებთ შაქრის პუდრს და ფრთხილად ვამატებთ გათქვეფილ(ღრუბელივით)ნაღებს,კოვზით ამოურევთ კრემს.
შეგიძლიათ ცოტა ვანილი და ლიმონის ცედრა დაამატოთ.
This post has been edited by rtuli on 13 Oct 2009, 00:38