ჰაჰაააა... მოვედიი

ამ კერძს ქვია POMPADUOR MADAM DE

რეცეპტი უკვე აღარ გავს იმისას, მაგრამ სამაგიეროდ შთაგონების წყაროა

მოკლედ ასე:
ხბოს ხორცი ჩავყარე მოსახარშად რამდენიმე ფოთოლ დაფნასთან ერთად.
ამასობაში:
გავთალე და მარილწყალში მოვხარშე ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი (არ უნდა ჩაიხარშოს)
გავრეცხე და ბრტყელ და სქელ ნაჭრებად დავჭერი ქამა სოკო.
ოთხკუთხედებად დავჭერი პამიდორი.
გავხეხე ყველი.
მრგვალად და თხლად დავჭერი(უფრო სწორად გავხეხე) ხახვი და
მწვანილიც მოვამზადე.
და კიდევ ერთმანეთში არეული და ანადუღარი წყლით გათხელებული მაიონეზი და არაჟანი(რომელსაც შავი წიწაკა შევურიე)
ხორცი რომ მოიხარშა დავჭერი გრძელ ნაჭრებად და ტაფაზე მოვშუშე ხახვთან და სუნელებთან ერთად (უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, სვანური მარილი და ა.შ)

მეერე:
ტაფის ძირზე მოვაწყვე კარტოფილი, მერე ხორცი, სოკო, არაჟანი, მწვანილი, პამიდორი და ა.შ.
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რამე არ გამოგრჩეთ

საბოლოოდ გამოვიდა ეს:
(ზემოდან არაჟანი და ყველი უნდა იყოს, რომ კარგად მოიბრაწოს.

შევდგი ღუმელში 200 გრადუსზე, 20 წუთით და რომ მოიბრაწა ზემოდან და სოკომ წვენი გაუშვა, გამოვიღე და ვეცით

სურათის გადაღება მთლიანად ვერ მოვასწარი, ძაან გვშიოდა.
რაც გადარჩა, აგერაა:

წინას გაცილებით ჯობდა

მეტი წვენი ქონდა და უფრო "შეკრული" იყო.
შემდეგს ნაღებით გავაკეთებ

კიდევ რაღაც მარტივი სალათა გავაკეთე, მაგრამ ამხელა ფილარმონიის მერე იმის დადება არ არის საჭირო.