მოკლედ მარტო ვიყავი 2 დღე სახლში და თან სკუჩნად, სარკედან რო მოვედი ნამცხვარი მომინდა და ნეტში მოვქექე რაღაც რეცეპტი და ვცადე თან ცოტა შევცვალე.
5 წილი (დაახლოებით ერთი ფინჯანი) ნიგოზი, კარგად გასუფტაფებული ბლენდერში ყველაზე დაბალ სიჩქარეზე, შავი რაღაცეები რო მოშორდეს.
500 გრამი ნაღების კარაქი (პლუს 1 სუფრის კოვზი დამდნარ მდგომარეობაში ფორმაზე წასასმელად)
1 / 2 ვანილის კაკალი
1 1 / 3 ჭიქა შაქრის პუდრა, ნამცხვარზე თუ გინდათ მოაყაროთ(მე პირადად პას)
1 / 3 ფინჯანი ფქვილი
5 დიდი ზომის კვერცხის ცილა (მე საშუალო ზომა აღმომაჩნდა და 6 გავუკეთე)
3 სუფრის კოვზი შაქარი(გრანულები)
გაახურეთ "დუხოვკა" 180 ° ცელსიუსით ან 350 ფარენჰაიტით.
მოხალეთ ნიგოზი 12-15 წუთის განმავლობაშჲ, მოოქროსფრო სანამ არ გახდება და ძალიან გემრიელ სუნს სანამ არ გაუშვებს : ) yuum
საშუალო ზომის ქვაბში ჩადეთ კარაქი. ვანილის კაკალი დანით შუაზე გაჭერით, გადაიხსნება და ამოფხიკეთ ვანილის მარცვლები და მოაყარეთ კარაქს.
ვანილი რო არ დაიკარგოს დანის პირი კარაქში ჩაუშვჲთ და დარჩენილი მარცვლებიც ჩაყვება. დარჩენილი ვანილის კაკალი/ლებანი არ გადააგდოთ, ჩააგდეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ ამ ყველაფერს 6-8 წუთჲ სანამ კარაქი მოყავისფრო არ გახდება და ისევ გემრიელ სუნს არ ამოუშვებს. ბოლო 2 წუთში კარგად მოურიეთ. მერე გადადეთ რომ გაცივდეს(ვანილის კაკლებიც ამოიღეთ აუცილებლად)
დაფქვით ნიგოზი დაამატეთ ფქვილი ნაწილ ნაწილ და თან მოურიეთ... გადაიტანეთ ეს ყველაფერი დიდ ჭურჭელშჲ.
კვერცხის ცილა ჩაუშვით ბლენდერში, დაუმატეთ ჩვეულებრივი შაქარი და მაქსიმალურ სიჩქარეზე 4-5 წუთი თქვიფეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ბეზეს მაგვარი(გადმოყირავებისას არ უნდა გამოიღვაროს) შემდეგ გადაიტანეთ ეს იგივე დიდ ჭურჭელში და კარგად მოურიეთ.
ამოჭერით ფერგამენტის გაღალდისგან საჭირო ფორმა, დამდნარი კარაქი ფუნჯით წაუსვით ფორმის/ჟარონის ძირზე და დააფინეთ ზედ ქაღალდი.
შემდეგ მომზადებული მასა განათავსეთ ფორმაში და 50 წუთი/1 საათით დატოვეთ გამოსაცხობად.
როცა გამოიღებთ გრილ ადგილას გადაიტანეთ ფორმა რათა გაგრიდლეს. შემდეგ კიდეებიდან შეაცურეთ დანა და ეცადეთ გადაიტანოთ ბისკვიტი ლანგარზე. მოაშორეთ ქაღალდი და ამოატრიალეთ წაღმა მხრით ზემოთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა(ფუf) და "განაჩე"
ტაკს ეხლა განაჩეს მოკლე რეცეპტი
4 ნატეხი ნახევრად ტკბილი(ანუ მწარე, შავი) "სტრუშკებად" გახეხილი შოკოლადი
1/4 ფინჯანი ნაღები.
1/2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
გაადნეთ შოკოლადი და ნაღები(ყავა ზემოდან მოაყარეთ ბოლო მომენტში ამოღებამდე და მოურიეთ). ვსო მიღებული მასა მოასხით ბისკვიტს.
გაამოთ
