დღეს დილით ლავაში შიგთავსით მოვამზადე,ლობიო თიხის ქოთანში მოვხარშე და გემრიელად თავისი ატრიბუტიკით შევანელე

.
რაც მთავარია ნაყინი დავგეგმე დღეისათვის და ვასრულებ შეკვეთას.
ორნაირი ნაყინი გავამზადე:
1. ფორთოხლის ცედრით,არის კვერცხის გულებით+ნაღებით.
2.ცილას ხომ არგადავღვრიდი და მარწყვის ნაყინი მივაყოლე+ნაღებით.
მარტო მარწყვისას დავდებ სურათებს ჯერ.
შესაბამის განყოფილებაში მოგვიანებით დავწერ ფორთოხლის ნაყინი როგორ მზადდება დაწვრილებით.
ეს ბეზე გავთქვიფე

ასე გამოიყურება გათქვეფილი ნაღები!

ეს მარწყვი ოდნავ დაბლენდერებული

ეს ერთად შევაერთე მასალა და შევდგი გასაყინად

რა გამოვიდა მოგვიანებით მოგახსენებთ