rockatakaდიდის სიამოვნებით.

მარტივებს დავწერ, რთულებს არც ვაკეთებ ხოლმე და არც მიკეთებენ

პირველ რიგში ბაბაღანუჯი, ჰოოო, ჩვენია ეგა სწორედ. ისრაელის არის მაცა

დაახლოებით სამი ცალი მოზრდილი ბადრიჯანი, ასი გრამი ტაჰინათის, ანუ ქუნჯუტის ზეთი, ერთი ლიმონი, ნახევარი საშუალო ზომის ნიორისა, მარილი და ბროწეულის მარცვლები.
პირველ რიგში შესწვავ ბადრიჯნებს. შესაწვავად იყენებენ ხოლმე ცხრილივით მაყალს. ან ისეც შეიძლება ტაფაზე. სანამ არ დარბილდება მანამ იქნება. ეგრე ათი წუთი. მხოლოდ არ უნდა დაგეწვას. მერე მერე აურევ ამას მარილს, ქუნჯუტის ზეთსა და ნიორს, და დაბეგვავ რომ აირიოს კარგად. მერე დაამატებ ლიმონის წვენს, და თუ ბროწეულის მარცვლები გქვს იმასაც, ცხელ პურს მიუდებ გვერდით და არის ხოშიანი.
მერე ჰუმუსის სალათა.
აიღებ ერთ კილოგრამ ჰუმუსის მარცვალს. ჰუმუსი არის მუხუდოსავით მცენარე, პარკები აქვს შიგნით მარცვლებია და იმას. მერე კიდევ აიღებ ზეითუნის ზეთს 200-250 გრამს. ორ-სამ ცალ ნიორს. ერთ ან ორ კოვზ ქუმუნს, ეგეთი სანელებელია, ჰოდა კიდევ კედრის მარცვლებს. სუნელები და მარილი კიდევ.
ჯერ მოხარშავ ჰუმუსის მარცვლებს. მერე ქუმუნის მარცვლებს და ნიორს დაბეგვავ ისე რომ დაფხვიერდეს. მერე ზეითუნის ზეთში შეწვავ ამათ ტაფაზე, მხოლოდ ნიორი ჯობია ცოტათი ადრე ჩაყარო, რომ კარგად შეიწვას. დაამატებ ზეთს და დააყრი ჰუმუსის მარცვლებს. სანამ ეს იწვის მანამ ცალკე უზეთოდ შესწვავ კედრის მარცვლებს. როცა მთავარი მასა შეიწვება და ჰუმუსის მარცვლები კარგად დარბილდება დასრეს სასრესით. დაამატებ ცოტა ზეითუნის ზეთს, კედრის მარცვლებს, მარილს და სუნელებს. კარგად დაზელ ისევ, აურევ ერთმანეთში და რასაკვირველია ისევ ცხელ პურს დაუდებ გვერდით.
ბოლოს ქუფთა მიშვაიათი - ანუ ბატკნის ხორცის გუფთები პატარა შამფურებზე
ესე იგი გვინდა ბატკნის ხორცი, ორი კილოგრამი, ექვსიოდე არცთუ ძალიან მწარე ხახვი, ხმელი და დაქუცმაცებული ოხრახუში, სუნელები მარილი გემოვნებით.
ესე იგი ავიღებთ ამა ბატკნის ხორცსა და ხახვსა და დავკეპამთ. მხოლოდ ძალიან წვრილადაც არა. შემდეგ ავურევთ სუნელებსა და მარილს, მერე ამ ნარევს დავამაგრებთ პატარა ხის შამფურებზე, რომელიც წყალში უნდა იყოს კარგად გაჟღენთილი რომ არ დაიწვას, დასდებ მაყალზე და ატრიალებ მალ-მალე. შეიწვება და შეჰსანსლამ.
ფალაფილს და გოგრის სალათსაც დავსწერ მერე.