გუშინ აქ დასვენების დღე იყო ... ეს შუაში გაჩხერილი პარასკები ჩვენ ავიღეთ დასვენების დღეს ... 4 დღე გამოგვივიდა "ბაირამობა"
ჰოდა, ჩანახი გავაკეთე ... ნუ ცხვრის ხორცი არ მქონდა მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი გამოვიდა ...
სალათა კოქტეილის პამიდორებით და მოცარელას პაწია ბურთებით ...
კიდევ ალკოჰოლში, დარიჩინის შაქარში და ცოტა ზეითუნში დაბრაწული ბანანების გარნირი მაღაზიაში ნაყიდი ნაღების ნაყინისათვის ...
მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ღომის მოდიფიკაცია

მოკლედ ღომის ხარშვის დროს ჩავამატე კოთიჯ ჩიზი და კიდევ მაცივარში რომ მუდამ მაქვს დაჭრილ-დამარილებული საკმაზი (სხვადასხვა მწვანილი + წიწაკა+ ნიორი)...
მერე ჩავასხი ჭიქებში

როცა გაცივდა გადმოვამხე თეფშის შუა გულში და მოვრთე ჩხირებად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკით, წიწაკის მწნილით შაშკულამით და ქილაში დაკონსერვებული სიმინდის მარცვლებით ...
ბეზ ლოჟნოჰ სკრომნოსტი, ძალიან, აი, ძალიან ლამაზიც გამოვიდა და ძალიან გემრიელიც ... ზოგიერთი, გვარს არ დავასახელებ

რომ გაიძახის მთელმა სამეგრელომ თუ არა ცოლოურმა მაინც ვერ მაცდუნა და ღომი ვერ მაჭამაო ...აბა, სცადოს ერთი და მერე ვნახოთ "შაცდება" თუ არა

მოკლედ ამას დიდ თეფშზე რაც გინდათ ის ამოუდევით გინდ ხორცი, გინდ, ბოსტნეული და გინდ სხვადასხვა სოუსით "გააფოკუზნიკეთ"

...
სურათები გადავიღე მაგრამ კაბელი დამრჩა სამსახურში ... ორშაბათს დავდებ ...
უახლოეს პროგრამაშია მჭადის "ჩხირები"

... ანუ, მჭადის დაცხობას ვაპირებ მოგრძო ჩხირების ფორმით ... აი, ლობიოში იქნება თუ ფხალეულში "ჩაწობა" რომ შეიძლებოდეს და ისე ჭამა ...
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/