#16032231 · 18 Oct 2009, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BadbadGirl
| QUOTE | ოგორ გააკთე? ანუ რომელი ყველი გამოიყენე ? |
მოცარელა..ცხიმმოხდილი და ცხიამიანი.
მოკლედ, ასე გავაკეთე-დაახლოებით 400 მლ რძე ავადუღე., ჩავყარე შიგ წვრილად დაჭრილი პიტნა, წამოვადუღე და ჩავალაგე შიგ დათლილი მოცარელა-3 უცხიმო და 2 ცხიმიანი (თითო 125გრ). მივიყვანე ადუღებამდე, მერე შევაგროვე ყველის მასა (დიდი ტანჯვით :D ქაფქირი არ მაქვს) და გადავიტანე ცალკე ჭურჭელში, ვზილე ჯერ კოვზით და მერე, ცოტა რომ შეგრილდა, ხელით. თითქმის მთლიანად რომ დავწრიტე სიტხისგან, გადავიტანე ფორმაში და შევდგი მაცივარში.
ვისაც პრეტენზია აქვს-წამოდუღება არ უნდოდაო, ვუპასუხებ, რომ ეს მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებების გამო გავაკეთე. სამზარეულო უსუფთაოა..ასჯერ მაინც დავიბანე ხელი :(.
დარჩენილი რძით მოვხარშე სიმინდის ფქვილის ფაფა.
tasikuna-taso
| QUOTE | | ლბათ იმერული ჭყინტი ყველი |
სადაა იმერული და კაი ცხოვრება...ამჟამად გერმანიაში ვარ,. :)
This post has been edited by Solveig on 18 Oct 2009, 18:48
|