დღეს არ გამიკეთებია მარა იმედია ვორნს არ მომარჭობთ ამის გამო (გამოცდილება მალაპარაკებს

)
მოკლედ... "შემწვარი ბრინჯი" (???)
Fried Riceრო დაგუგლოთ ბევრი რეცეპტია ნეტში, თუმცა იმპროვიზაცია შეიძლება.
მე ჩემსას დავწერ, ზუსტად არ მახსოვს რამდენ დეცილიტრ ბინჯზე რამდენი ბოსტნეული გამოვიყენე, თუმცა თვალის ზომით შეიძლება გაკეთება.
ბრინჯის რაოდენობის მიხედვით შეიძლება იხელმძღვანელოთ ბოსტნეულის რაოდენობაზე.
მოკლედ,
გვჭირდება:
ბრინჯი
ხახვი
ახალი ხახვი
ბულგარული წიწაკა
პომიდორი
სტაფილო
სოკო
ბარდას მარცვლები
კვერცხი
სოიოს სოუსი (აუცილებლად!!)
1) ვხარშავთ ბრინჯს (რაოდენობა იმის მიხედვით თუ რამდენი სული მიირთმევს)...
პარალელურად ვჭრით პატარა ნაჭრებად: ხახვს, ბულგარულ წიწაკას, პამიდორს, სტაფილოს, ახალი ხახვს (სხვა ბოსტნეულის გარევაც შეიძლება გემოვნების
მიხედვით)...
ვჭრით ასევე სოკოს და ვთქვიფავთ კვერცხს. (2-3 კვერცხი მაქსიმუმია მგონი რაც არ უნდა ბევრი ბრინჯი იყოს)
2) მოხარშული ბრინჯი გადმოგვაქ ტაფაზე, ზეთში, ნელ ცეცხლზე ვდგავთ და ვამატებთ დაჭრილ ბოსტნეულს. თანმიმდევრობას არა აქვს მნიშვნელობა თუმცა
სასურველია დაჭრილი ხახვი პირველი ჩავყაროთ, შუაგულ ტაფაში, ცოტა ვაცალოთ ხახვს არომატის გამოყოფა, მერე ავურიოთ ბრინჯში და დანარჩენი ბოსტნეულიც დავამატოთ. ვამატებთ ასევე კვერცხსა და სოკოს. - ***კვერცხ-სოკოზე იხილეთ შენიშვნა ქვემოთ ***
3) როდესაც ყველაფერს ავურევთ ბრინჯში, არაა აუცილებელი ბოსტნეული შეიწვას. ხახვის ან ნიორის არომატიც საკმარისია.
4) ვასხავთ ზემოდან სოიოს სოუსს გემოვნებით ან თეფშზე გადმოღებისას ინდივიდუალურად!
***დაჭრილი სოკოს და ათქვეფილი კვერცხის შეწვა სასურველია ცალკე ტაფაზე, ხახვთან ან ნიორთან ერთად და შემდგომ არევა ბრინჯში.
***სოიოს სოუსის მოსხმა ჯობია ინდივიდუალურად ან მთლიანად თუ მოვასხავთ მაშინ ცოტა რაოდენობით, მხოლოდ არომატისთვის და შემდგომ ინდივიდუალურად თეფშზე დამატება.
***მარილის მოყრაც სასურველია ინდივიდუალურად.
***გაითვალისწინეთ თუ სოიოს სოუსი მარილიანია მაშინ ჩვეულებრივი მარილი შეიძლება არ დაჭირდეს საერთოდ!
ჰოდა...
ბონ აპეტიტ
იმედია გასაგებად დავწერე ყველაფერი
This post has been edited by Ruglen Holon on 17 Sep 2009, 03:33