მამლის ყივილი სანამ შემოგესმება გოჭუნები უნდა გამოუშვა საღორიდან რათა სხვამ არ დაასწროს და არ მოსტაცონ რკო, მსხალი, ვაშლი, ბალი, ტყემალი...
თხილსაც ისე გემრიელად მიირთმევს შენგან მოწონებული. ასეთი გამოთქმაც კი იცოდნენ მოხუცემბა "ჩაკეტილი, ღორუკაც არ ვარგა, გოუშვი ეგ ბოში გარეთო."
რავა ბავშვს არ უყვარს ბალი? ან მსხალი და ვაშლი? მთავარია რკოს ჭამა და ღრუტუნი არ დაიწყოს თორემ სოფლად სახლში რა უნდა ბავშს.
ლორზე დავიწყე და აღმზდელობით საკითხებზე გადავედი.
ურთიერთკავშირში კია. ღორსაც პატარაობიდან უნდა წვრთნა თორემ შეგრჩება ხელში საპონი. ასე ტყე–ტყე სიარულში და ღობე–ღობე მიედ–მოედობით,
გაივლის თვეები და ღორი თავისით გაიზრდება, ოღონდ საღამოს ჭიშკართან დაახვედრეთ სიმინდი და სხვა სასუსნავი, რათა სახლს მოაგნოს ხოლმე და საძებარი არ გაგიხდეთ.
დეკემბრის სუსხიან დღეებს რაჭის სოფლების სიმყუდროვეს ღორების ჭყვიტინი აყრუებს. მორიგეობით ხდება დაკვლა, დღეს ჟორჟიუკასთან, ხვალე რაჟიკუნასთან,
ზეგ კი კაკუნიკასთან, ლეუშასთან, ვაჟიუკასთან და ასე გაუთავებლად, როგორც კახელები იტყვიან, "ღორის ქელეხში" სიარულით "გულდამძიმებული"
რაჭველები გვირილის არყით ამბობენ უფლის დიდებისას. საღამოს ალექსანდროული ელოდებათ და სიამოვნებით იფშვნეტენ ხელებს.
დატრიალდა რაჟიკუნა, 5 ღორი ჰყავს მოსამზადებელი, დიდი თუჯიით შემოდგეს წყალი ცეცხლისგან გავარვარებულ სამფეხზე. მანამ წყალი ადუღდება უამრავი რამ არის გასაკეთებელი. საოცრად ცივხელაა ვაჟიუკა, დანის ჩაცემა და ადგილზე ღორის სიცოცხლის დასრულება ერთი იყო. ერთს მოყვა მეორე, მეორეს მესამე და ასე გამოასალმეს 5 ღორი წუთისოფელს. საგანგებოთ დაფუფქეს, ტილო გადააფარეს და მოყვნენ მის გაპუტვას. ეს პროცესი ძალზე სწრაფად ხდება რადგან სისხლი არ უნდა შედედდეს, დააჭრეს თავები, ფეხები, შემდეგ კავზე ჩამოკიდეს და ნებისმიერ ქირურგს შეშურდებოდა ისე ოსტატურად შეუდგნენ კვეთას. ბოლოს კარგად გატრუსეს გაჭრეს შუაზე(ხერხემლის გასწვრივ). ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. "ლორის მზადებას როდის შეუდგებით?"–დავინტერესდი მე. "მეიცა ბიძია ავაჭრა სამწვადე სუკები და მოსახარში ხერხემალი,"– მომიგო ვაჟიუკამ "ვაი საყვარელო, ვაი საყვარელო, რავა ფენა–ნეფა აქ ხორცი და
ქონი, უუხაია, უუხაია."–ვერ ისვენებს კაკუნიკა. "ამას ახლა ბლომად მარილი უნდა, კანის გაცლა არ ჭირდება დავაწყობთ ერთმანეთზე, ხორცს მარილი კარგად რომ გოუჯდება დაახლოებით 2 კვირა უნდა. აგერ ვაჟიუკა მოანთებს შუა ცეცხლს თავის კუხნაში ჩამოვკიდებთ და 4 კვირის სწორს მზად იქნება ვიჩინა". დინჯად მომიგო ლეუშა ბაბუამ.....
ეს ისე ექპრომტად, ხოლო მისგან მომზადებულ კერძებს შემდგომ შემოგთავაზებთ, არ დაივიწყოთ რაჭულად შებოლილი ბატი.