როგორ გეთანხმები!!!! უკვე შედარების საშუალება მაქვს და...
გუშინ დავბრუნდი აჭარის მაღალზეუმაღლესი სოფლიდან, ხულოს ზემოთ 20 კმ-ია, იმის იქით მართლა ტურა არ კივის.
მე იქ რაც გავსინჯე, მსგავსი გემრიელი მართლა ძალიან იშვიათად გამისინჯავს. ამ დროს ბათუმის "აჭარულ სახლში" ეს ყველაფერი გასინჯული მქონდა.
კაიმაღის გემო უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო რაღაც საოცრება.
კარაქში მოზელილი ბუთქუნა, ფუნთუშების ფორმის მჭადის კოკრები. უგემრიელესი დაწნული დაბალცხიმიანი ყველი. სინორი...
სოფელი, სადაც მანქანაც კი ვერ მიდის. მსგავსი სუფთა ბიო-პროდუქტი სად იქნება სხვაგან? ოჯახის რძისგან დამზადებული ყველაფერი. სასწაული ბუნება, ჰაერი და ხალხი.
ხვალ დავდებ ერთ-ორ ფოტოს.
* * *
ეს მჭადი იყო საოცრება, არასოდეს გამისინჯავს ასეთი გემრიელი მჭადი.

ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა