ვეთანხმები სრულიად
რაღაც ატუტყნული გამოუმცხვარი მჭადები და ვითომ ნიგვზიანი ბადრიჯანი
ეს ქობულეთში
ბათუმშიც ასეა, არსად არაფერი ვარგა, ხაჭაპური ფეხსაცმლის ლანჩასავითაა და რა ვიცი, არ მომწონს მოკლედ, მაგარ რესტორნებად რომ ითVოლება, იქაც ისეა.....
გონიოში ბუნგალოში ხო საერთოდ გული ამირიეს
როცა ვქირაობთ, დიასახლისს ფულს ვუმატებთ და ვაკეთებინებთ, პროდუქტებს ვყიდულობთ
არც ეგენი გამოირჩევიან დიდი ოსტატობით
როცა მეგობარი გვაძლევს ბინას, ჩვენით ვაკეთებთ
მოკლედ, აჭარაში გემრიელად ვერ შეჭამ
ჩვენი მეგობარი აკეთებს ძალიან გემრიელად, მიუხედავად იმისა, რომ 8 შვილი ჰყავს და სულ ორსულადაა, ყოველთვის მრავალფეროვანი და გემრიელი სუფრა აქვს....
მეც ვამბობ, რა...ამხელა არავას ჭამა ხომ უნდა, ექნება მრავალფეროვანი და ბევრი საჭმელი, აბა, რა?!
ხოდა, ქედაში ვიყავით ამ ზაფხულში და იქ გაგვიმასპინძლდნენ კიდე გემრიელად

საერთოდ, ვგიჟდები ამ მხარეზე, სულ რომ ვიშიმშილო, მაინც მიყვარს იქაურობა.....