მეც როგორც ჭეშმარიტ იმერელს(5 თაობა იმერელი ვარ ორივე მხრიდან, ვენები რო გადამიჭრათ სისხლის მაგივრად რიონი მომდის) მინდა რამდენიმე იმერული საჭმელი შევმატო, ამ შესანიშნავ თემას
პირველ რიგში რა დამავიწყებს ცხონებული ბებიაჩემის კვაწარახიან და ნიგვზიან ლობიოს სუნელებით და ყვითელი ყვავილით, აუუუ რამდენი წელია არ მიჭამია

მეორე რიგში აქ ითქვა და კიდო გავიმეორებ კვატიე ახალ ტყემალში, მე ამას იმერულ ჩაქაფულს ვუწოდებ, იგივე პერიოდის და არანაკლები გემოვნობის კერძია
ნუ ჭეშმარიტად სამტრედიულ კერძზე წიწილაზე ისრიმ მაყვალში იყო საუბარი, ეკალა შედევრალური ფხალი, ბრენჟნევს რო აჭამეს თურმე, მოითხოვა აჩეხეთ ამდენი ვაზი რო გაქვთ და ეკალა დარგეთო :-დ
ჭყინტი ლობიო კვერცხში, მწვანე გაროხი ეგეც კვერცხით ან ზეთით და ხახვით, ღორის საჭმელი ბალახი როა ჯიჯილაყა მაგის ფხალი უმაგრესი რამეა, წითელი ფხალი
კეჟერა ფხალი,
თევზი ბაჟეში, მე მგონი იმერლების მოგონილია, არსად სხვაგან თევზი მასე არ მიჭამია
ხაჭაპურზე საუბარი არაა, ისე სამტრედიაში სხვანაირად აცხობენ, ბაღდადთში სხვანაირი მიჭამია, თუმცა ორივე იმერულია მაგრამ სხვაობა მაინც იყო, მამაიდაჩემმა იცის ბუხარში კეცებზე თხელი თხელი ხაჭაპურები, მოდის ხაჭაპური და შენ უბრავ ტყემლის არაყს ეუფ რა კაია
მამაჩემმა თონე გააბრა შროშაში გოჭის და ციკნის გამო (პური არ გამოუცხვია იმაში არავის

), ახლა ყოველ დღესასწაულზე და არა დღესასწაულებზეც, რა ჯობია ხარდანზე წამოცმულ ციკანს თონეში რო ჩაკიდებ, უფ უფ უფ
ერთ თვეში 12 გოჭი შეჭამეს ჩემებმა თონის ხათრით, ადგებოდა მამაჩემი დილაუთენია, რაღაც ამ გოჭის სიარული არ მომწონსო იტყოდა და სანამ ჩვენ ავდგებოდით და აზრზე მოვიდოდით გასუფთავებულ გაკრიალებული აჯიკა ასვრილი გოჭი უკვე თონეში იყო ჩაკიდული

ყვითელი სიმინდის ჭადი და ყველაზე მწარე იმერული შეურაცხყოფა ” შე გოუცრელი ჭადით გაზრდილოო”