ქართულ სინამდვილეში შეგიძლია ნახევრად ტკბილი ღვინოების გამოყენება როგორიცაა ქინძმარაული ან ხვანჭკარა, ხოლო მისი
შეკმაზვა შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
დარიჩინი, მიხაკი, ციტრუსების კანი, ცოტა თაფლიც. ასევე აძლევენ მუსკატს მაგრამ მე არ მომეწონა მუსკატიანი ამძაფრებს. ეს ყველაფერი კარგად უნდა შეზავდეს. რაც მთავარია ღვინო არავითარ შემთხვევავში არ აგიდუღდეს მზადებისას !!!
შეეცადე დაფქვილი სანელებლები არ მისცე თორემ ძალიან მღვრიე გამოვა და გაგიჭირდება მისი დაწმენდა ოჯახურ პირობებში.
მარტივად გეტყვი თუ როგორ უნდა მოამზადო ეს ყველაფერი თავისი პროპორციებით:
წითელი ღვინო -1 ბოთლი, დარიჩინი 2-3 ნატეხი, მიხაკი-6 ყვავილი, 1 ცალი ციტრუსის(ფორთოხალი, ლიმონი) ქერქი-თუ უკვე გამხმარი მოგეპოვება
უკეთესია რადგან ნაკლები მჟავიანობა გასდევს გამომხმარს და არომატები უფრო მკვეთრია. თაფლი 2 სუფრის კოვზი. ერთი ჩაის ჭიქა წყალი
(არა ბოლომდე სავსე).
რაიმე პატარა ჭურჭელში ჩაასხი წყალი, შიგ ჩაუშვი- დარიჩინი, მიხაკი და ციტრუსის ქერქი. რომ ადუღდება დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ გადმოდგით.
დაახლოებით ათ წუთში ნაყენი გაციებული იქნება.
ეხლა კი მთავარი მომენტი, თუ "ხიმია" გაგიკეთებია ესეც იგივე პროცესია

მოკლედ ღვინოს ვასხავთ შუშის ან მალიროვან თასში და ვდგავთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ტემპერატურა უნდა ვაკონტროლოდ რადგან არამც და არამც ღვინომ დუღილი არ
უნდა გამოიწვიოს. ღვინო შეთბება თუარა ჩაახსხით საგანგებოდ მომზადებული ნაყენი და დაუმატეთ თაფლი (გახსოვდეთ სიტკბო თქვენვე უნდა აკონტროლოთ)
გაფრთხილებ შეიძლება ისე გაერთო მომზადებაში რომ ღვინო ისე აგიდუღდეს ვერ მიხვდე და ჩათვალე ყველაფერი თავიდან გექნება გასაკეთებელი. ასე რომ
გაფრთხილდი და დაზოგე ფული და ენერგია. 31 დეკემბერს 11:30 წუთზე თუ დაიწყებთ ამის მომზადებას საახალწლო სუფრას ნამდვილ გლინტვეინით
დაამშვენებ და ყველას გააოცებ, გახსოვდეს ბევრის მიღება არ არსი რეკომენირებული. ბედნიერ გამოგლინტვეინებას გისურვებ