მშვენიერი კითხვაა, ალბათ წავა.
ikasso
იკასსო, შენ ესეც მოგეწონება )
მადლობა გაბარძგალებას!
ძალიან საინტერესოა. აი, თურმე ხოდაშენსაც დაუკავებია თავის ადგილი ჩვენი "ცივილიზაციის" პროცესში

ისე ჩემს მეგობარს ველაპარაკე და თურმე სოფელში ციხე-მარნის ნანგრევებიც არის. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, როგორც ვხდები, ციხე-მარანი უფრო კომპლექსურ მეურნეობას მოიცავდა.
ამ მხრივ ვერ არ დღეს საქმე კარგად. მხოლოდ 19 საუკნის "პოლიციის მთავრობასა"

და კიდევ ბევრ მომდევონო მსგავს წარმონაქმნებსაც ვერ დავაბრალებ. ხალხიც ვეღარ ქაჩავს თუ "ქაჯავს" ) ისე თუ ასე, კახეთში არის სოფლებში სადაც უკეთესადაა შემონახული ვენახის და ღვინის მოვლის ტრადიციები. არადა რქაწითელიც მართლა კარგი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ რაც პაპაჩემი აღარ არის, ბოლო 14-15 წელი, ქვევრებიც მივივიწყეთ, წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ თუ ჩავდივართ, და მერე რთველში ვწურავთ "გლეხურად" და შტოფეფი და მისი ჯანი. მაინც, წესიერი კაცია იქ ერთი-ორი, ვინ გვეხმარება, შეძლებისდაგვარად უვლიან და ღვინოც გემრიელი გამოდის.. (ყველაფერი რომ ფარდობითია, ეგ ხომ ალბერტამდეც ვიცოდით

)
ორი პატარა ვენახი გვაქვს: ერთი სახლის გარშემო და მეორე გზის გადაღმა: ალავერდის გადასხვევია, სოფლის თავში, და იქვე კუთხეში. ძეძვიანს ეძახიან იმ ადგილს. სწორედ ამ ძეძვიანის ღვინო გამოდის განსხვავებულად კარგი. არადა, რომ შეხედო მიწას, მექსიკის საზღვარი გეგონება: იფიქრებ აქ მხოლოდ კაკტუსს თუ მოვიყვან და ტეკილას გამოვხდიო: თიხა, ქვები, სიმშრალე.. ძალიან ძნელად დასამუშავებელი. არც მოდის არაფერი, ვაზის გარდა

კამეჩები კიდე დღესა ბლომადაა. ბავშვობაში იქ ჩასვლა იმიტომაც მიხაროდა, რომ კამეჩს მაწონს დავურტყამდი დილით)
ზაქის მწვადი კიდე არა მარტო ხოდაშნურზე მიდის

სტატია მართლა მომეწონა: ჰიროშიმა ფუი ეშმაკს და - არა მხოლოდ "Khodasheni, Mon Amour" -ის ამბავში
უნდა დავძლიო ჩემი კახური თუ ზაქური სიზანტე და უფრო ხშირად ვესტუმრო ხოლმე vinoge.com-ს