მოკლედ, დადგა ნანატრი შაბათი და ისევ მომიწია საჭმლის გაკეთების რიგმა.
გამომდინარე ჩემი არასპონტანური და ა-ნოვაციური, მერყევად კონსერვატიული ხასიათიდან - არჩევანი წვნიან გუფთაზე შევაჩერე.
მომზადების პრიცესი არც თუ ისე დამღლელია. საჭმელიც გემრიელი გამოდის.
უკაცრავად პასუხია და მაძღარ სტომაქზე, მინდა გაგანდოთ მომზადების მიმდინარეობა (რათქმაუნდა თვალსაჩინოებისათვის ფოტო მასალაც შევაგროვე.), რომელშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ, მაგრამ მაინც...
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ სანამ საქმეს შეუდგები, მასალა და იარაღი უნდა მოიმარაგო. დისციპლინა და განრიგი უპირველეს ყოვლისა!
მცირედი ჩამონათვალი საჭირო ინგრენდიეტების,რომელშიც ჩემი დაუდევრობით ამ ფოტოზე ვერ მოხვდა ტომატი.


პირველ რიგში ვამზადებთ გუფთას. ვიღებთ ხახვს, კვერცხს, ბრინჯს, დაფქულ წითელ წიწაკას, მარილს, წვრილად დაჭრილ (ან დაბლენდებეულ) მწვანილებს (ოხრახუში, კამა, ქინძი) და ვურევთ წინასწარ მომზადებულ საქონლის ფარშში.

ვზილავთ და ესე ვთქვათ "отбиваем".
დაახლოებით მსგავს ფორმას მიიღებს.

როცა დავრწმუნდებით, რომ ფარში გამაგრდა, ვამრგვალებთ საშუალო ზომის (არც თუ ისე პატარა) ბურთულებად.

გადავდეთ მეორე ეტაპზე.
უნდა მოვამზადოთ ხახვით და ტომატით შეზავებული სითხე, სადაც შემდეგომში კარტოფილთან ერთად მოიხარშება ჩვენი გუფთა.
ამისათვის დაგვჭირდება ზეთი, ხახვი, ტომატი , მდუღარე წყალი და კარტოფილი.

ღრმა ჭურჭელში ვასხავთ ზეთს და დაბალ ცეცხლზე ვთუშავთ ხახვს. გაუფერულებამდე.

ვამატებთ ტომატს. ვურევთ და ნელ ცეცხლზე 2-3 წუთი ვაგრძელებთ თუშვას, სანამ ტომატი არ გასცემს სპეციფიურ სუნს.

ვამატებთ ადუღებულ წყალს და ვყრით ოთხად დაჭრილ კარტოფილს.

საშუალო ცეცხლზე ვადუღებთ 10-15 წუთი და ნელ-ნელა, ფაქიზად ვაწყობთ გუფთის ბურთულებს. ცეცლხს ვაყენებთ დაბალზე და ველოდებით წამოდუღებას.
როგორც კი დუღილს დაიწყებს დაახლოებით 10-15 წუთი შემდეგ ვამოწმებთ ბრინჯს. თუ ბრინჯი მოიხარშა უნდა ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ორ წუთში დავუმატოთ წვრილად დაჭრილი (არა დაბლენდებეული) ოხრახუში, ქინძი, კამა, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.
ასევე სასურველია უყოსთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მაგრამ მე არ მიყვარს და შესაბამისად არ ჩავაჭერი.

.
დავაყოვნოთ მბჟუტავ ცეცლხე 5 წუთი.

გადმოვიღებთ ღრმა თეფშზე და მივირთმევთ.
აი, ასე გამოიყურებოდა ჩემი ნაცოდვილარი გუფთის წვნიანი.

))
ინგრედიენტები:აქონლის ფარში - 0,5 კგ.
კაროტილი 0.5 კგ.
კვერცხი - 1 ც.
ქინძი, კამა, ოხრახუში - თითო-თითო ძირი.
ბრინჯი - 100 გრ.
ტომატი - 1 სუფრის კოვზი.
ხახვი 1-2 თავი. (ზომას გააჩნია)
უცხო სუნელი - 1 ჩაის კოვზი This post has been edited by Opizar on 23 Jan 2010, 19:58