ხაჭოს ნამცხვარი
250გრ. ხაჭო
200გრ. კარაქი
1,5ჭ.შაქარი (ნათალი ჭიქა)
2ც.კვერცხი
1ჩ.კ. სოდა+1ს.კ. ძმარი,ვანილი
ფქვილი 3-4ჩ.ჭ.
გავაკეთოთ გოგლი-მოგლი,დავამატოთ ხაჭო, კარგად დარბილებული კარაქი,
სოდა ძმარში გახსნილი, ვანილი და ფქვილი.
ფქვილი კოვზით შევურიოთ და ცოტა რომ შესქელდება, ხელით ნაზად შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი.
ცომი უნდა იყოს რბილი და ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს.
მზა ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქეზე და ამოვჭრათ ფორმებით.
თუ ასეთი ამოსაჭრელი ფორმები არა გაქვთ, მაშინ ზიგზაგისებრი საჭრელი გამოიყენეთ.(მე ჭარხლის საჭრელ დანას ვეძახი

)
მრგვალი კოვზით(საზომი კოვზები რომ არის) გავუკეთე ჩაღრმავება შუაში ჩავწყე ჟოლო, მოცვი და მარწყვის ჯემი.
ეს უკვე თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გაუკეთოთ. ამის გარეშეც გემრიელია, უბრალოდ ნამცხვარს ალამაზებს.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე,ზედა თაროზე, 25წთ-ი
ესეც სურათი(ვერ ვიწავლე სურათების ლამაზად გადაღება)