მაჭკატების ნამცხვარი ჟოლოთიმასალა მთლიანად ნამცხვრისათვის (ცალკეული ნაწილების მასალა მოცემულია შესაბამის რეცეპტში) (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახამებელს, არ მოგივიდეთ ზედმეტი, თორემ წყალში ჩაგეყრებათ ამდენი ნაწვალები).
1) რძე — 875 მლ;
2) შაქარი — 170 გრ;
3) ზეთი — 40 გრ;
4) კარაქი — 70 გრ;
5) ფქვილი — 2 სუფრის კოვზი + 125 გრ;
6) ლიმონი — 1 ცალი;
7) სახამებელი (ე.წ. კარტოფილის ფქვილი) — 4,5 სუფრის კოვზი
8) ვანილიანი შაქარი — 1 პაკეტი;
9) სოდა — 0,5 ჩაის კოვზი;
10) ჟოლო — 500 გრ;
11) ვანილის ვაჟინი - 20 მლ.
კრემი0,5 ლიტრი რძე;
3 ცალი ყვითრი;
80 გრამი შაქარი;
1 პაკეტი ვანილიანი შაქარი;
4 სუფრის კოვზი სახამებელი;
მომზადებაქვაბში ჩავასხათ რძე და საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მივიყვანოთ;
ყვითრები და შაქარი ძლიერ ავთქვიფოთ თეთრი გოგლი-მოგლის მიღებამდე;
ჩავამატოთ სახამებელი და განვაგრძოთ თქვეფა;
თქვეფის შეუწყვეტლად დავამატოთ მდუღარე რძე;
გადავიტანოთ ეს ნარევი რძის ქვაბში და მუდმივი მორევის პირობებში წამოვადუღოთ;
ცეცხლიდან გადმოვიტანოთ დუღილის დაწყებისთანავე და დავდგათ გასაცივებლად.
გენუური ბისკვიტი 1 ცალი კვერცხი;
2 ცალი ცილა;
60 გრამი შაქარი;
2 სუფრის კოვზი თავმოდგმული ფქვილი;
0.5 სუფრის კოვზი მაიზენა;
1 ცალი ლიმონის ზესტი;
0.5 ჩაის კოვზი სოდა;
30 გრ გამღვალი კარაქი;
მომზადება ღუმელი გავათბოთ 170ºC-ზე;
ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, სახამებელი, სოდა და ზესტი;
სასალათეში მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი, ცილა და შაქარი მოცულობის გაორმაგებამდე;
გოგლი-მოგლს თქვეფის შეუწყვეტლად დავამატოთ ფქვილისა და სახამებლის ნარევი;
დავამატოთ კარაქი და ცოტა ხანი კიდევ ვთქვიფოთ;
კეიქის ყალიბს მოვუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი, ჩავასხათ ცომი და 170ºC-ზე გამოვაცხოთ 15 წუთის მანძილზე;
ყურადღება მიაქციეთ, რომ ძალიან არ შეფერადდეს;
15 წუთის მერე გამოიღე ღუმლიდან და მაშინათვე გადმოიღეთ ყალიბიდან და აცალეთ გაცივება.
მაჭკატები 3 ცალი კვერცხი;
125 გრამი ფქვილი;
30 გრამი შაქარი;
40 გრამი კარაქი;
40 გრამი ზეთი;
375 მლ რძე;
მომზადება რძეში ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი კარაქი და შევათბოთ კარაქის სრულ გადნობამდე;
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავახალოთ კვერცხები;
დავამატოთ შაქარი და ზეთი და თლიერ ავთქვიფოთ ერთგვაროვანი სლიკინა მასის წარმოქმნამდე;
ჩავამატოთ გამდნარკარაქიანი რძე და მოვურიოთ ლაფერათი (ხის კოვზით);
ამ მასისაგან გამოვაცხოთ 5 მაჭკატი (3 სქელი და 2 უფრო თხელი) (დარჩენილი მასა სამზარეულოში მოხეტიალეებს უძღვენით);
აწყობა 500 გრამი ჟოლო;
ვანილის ვაჟინი;
კარგად გარეცხილ და გამშრალ ყალიბში, რომელშიც ბისკვიტი გამოვაცხვეთ ჩავაფინოთ 3 სქელი მაჭკატი ისეთნაირად, რომ ერთმანეთს შეეხონ და მთლიანად დაფარონ ყალიბის შიდა ზედაპირი, მონარჩენები გადმოვკიდოთ ყალიბის გვერდებზე;

წავუსვათ კრემის ნახევარი და მოვაყაროთ ჟოლოს ნახევარი;

დარჩენილი 2 თხელი მაჭკატი გავკეცოთ სამად, ისე რომ მივიღოთ ყალიბის სიგრძის ზოლი და დავაფინოთ კრემზე (შესაძლოა მოგიწიოთ მეორე მაჭკატის ჩამოჭრა, თუ ძალიან გრძელია, ეს ორი მაჭკატი არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს);

წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დარჩენილი ჟოლო;
ბისკვიტს ვაპკუროთ ვანილის ვაჟინი (ან მსგავსი სითხე);
დანამული ბისკვიტი დავადოთ კრემისა და ჟოლოს ფენას ამობურცული მხარით ქვემოთ და დავაწვეთ და კარგად ჩავტკეპნოთ ნამცხვარი, რაც გაგვიადვიალებს ფორმიდან გადმოღებას;
3 სქელი მაჭკატის გადმოკიდებული ბოლოები გადმოვკეცოთ ისე, რომ შეძლებისდაგვარად დავფაროთ ბისკვიტი;
ყალიბს გადავაკრათ სამზარეულო ფირი და შევდგათ მაცივარში სულ მცირე 3 საათით;
გამოიღეთ ყალიბიდან და მიირთვით! შეგარგოთ!



This post has been edited by წკაპო on 15 Mar 2010, 21:44