ხაშხაშიანი ტორტი
სურათზე დიდი ბოდიში, ხაშხაში როცა მექნება, მაშინ გამოვაცხობ და დავდებ, გპირდებით

ბისკვიტი(ეს ცხვება 3 ნაწილად, დავწერ დაწვრილებით ქვემოთ)
6 კვერცხი
3 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა არაჟანი ან შინაური ცხიმიანი მაწონი
3 ჭიქა ფქვილი
სოდა - 0.5 ჩაის კოვზი
1სკ კაკაო
0.5 ჭიქა ხაშხაში
05 ჭიქა ნიგოზი
I კრემი
1ჩაის ჭიქა რძე + 1 ჩ/ჭიქა შაქარი და წამოვადუღოთ.
ცოტა ცივ რძეში ან წყალში გავხსნათ 4 ჩ/კოვზი კრახმალი, სწრაფი მორევით ჩავასხათ შაქრიან რძეში და როგორც კი ადუღდება, გადმოვდგატ გასაციებლად.
250-300გ კარაქი გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ რძის კისელი, ცოტა ვანილი და 1ს/კ კონიაკი ან შოკოლადის ლიქიორი.
IIკრემი
05 ჭიქა ხაშხაში წამოვადუღოთ 1 ჭიქა რძეში, 05 ჭიქა ფქვილი+ 1 ჭიქა შაქარი შევურიოთ ხაშხაშიან რძეს და მოვხარშოთ კრემი. ცხელსვე მიქსერით შევათქვიფოთ 1 კვერცხი და 2 სკ სურნელოვანი თაფლი. შეგრილებულს შევათქვიფოთ 100-150გ კარაქი
ეს პროპორცია პატარა ტორტზეა, დაახლოებით 24-26 სმ დიამეტრიანზე. 3 ნაწილად ცხვება შემდეგნაირად:
ბისკვიტი - 2კვერცხის ცილა გავთქვიFოთ 1 ჭიქა შაქარტან+2 კვერცხის გული + 1 ჭიქა არაჟანი ან მაწონი + 1ჭიქა ფქვილი დანის წვერზე სოდასთან ერთად - ეს არის ძორითადი მასა.
Iდა II ბისკვიტის ძირითად მასას ფქვილამდე ემატება ხაშხაში (0.5 ჭიქაიდან ნახევაე-ნახევარი განაწილდება.)
III ბისკვიტს ემატება კაკაო.
ცხვება ცხიმწასმულ ფორმაში როგორც ჩვეულებრივი ბისკვიტის ტორტი, ნელ ცეცხლზე.
ბისკვიტები აუცილებლად მზადდება ცალცალკე, რადგან ამ ცომ ს ვერ გააჩერებ, გათქვეფისთანავე უნდა ჩაასხა და შედგა.
ფენები დაინამება შოკოლადის ან ყავის ლიქიორით. I ფენას ესმება რძის კისელიანი კრემი, მეორეს თაფლიანი და ვაყრით ნიგოზს, ზემოდან ვუსმევთ თაფლიან კრემს და მერე ვრთავთ თეთრი კრემით.
საჩალიჩოა, მაგრამ ღირს. ჩემს ოჯახს სჭირდებოდა გასამმაგებული ნორმა, რადგან ქვეყანა მოყვებოდა ხოლმე მის სუნს...