შოკოლადის ტორტი
200გრ შაქარი
140 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
3 კვერცხი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
100გრ ფქვილი
2 ჩ.კ ხსნადი ყავა
1,5 ს.კ. კაკაო
3 ს.კ არაჟანი
300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები
100 გრ თეთრი შოკოლადი
ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ.
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და სედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე
ბისკვიტი გაჭერით 2-ად( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.
დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.
ალუბლები ჩემი ინიციატივით დავამატე, ასევე ბისკვიტი ოდნავ დავნამე ვისკით. გამოვაცხე 28 სმ-იან (ქაღალდჩაფენილ) ფორმაში, ამიტომ 2-ად გავჭერი ბისკვიტი, შედარებით პატარა ფორმაში უფრო მაღალი და ლამაზი ბისკვიტი გამოვიდოდა. თუ კრემი არასაკმარისად ტკბილი მოგეჩვენათ, დაამატეთ შაქრი პუდრა.

This post has been edited by n_j on 12 Apr 2010, 10:43