ცუდი არ გამოვა, სადღაც მქონდა ტარტა დე კესო ხაჭოსგან რომ კეთდებოდა, ალბატ უკეთესიც გამოვა....
მოვძებნი და დავდებ
* * *
Ctrl
შენი ავატარი რომ დაინახა ჩემმა შვილმა, ბაია არისოო და ეკრანს კოცნიდა

annakს ქონია ხაჭოიანი ჩისკეიკი

აბა როგორი გამოგივა, შეგვატყობინე
* * *
ხაშხაშისა და ქიშმიშის ხვეული ბულკი 
ცომისთვის საჭიროა
500 გ ფქვილი (მე მეტი დამჭირდა)
100 გ შაქარი (ესეც მერე დავამატე ზედმეტად)
40 გ. დასაჭრელი დროჟი
2 კვერცხი
1/4 თბილი რძე
125 გ კარაქი
1/2 ლიმონის წვენი და კანი (მე ნახევარი ლიმონი, მთლიანად დავაბლანდე)
ცოოტა მარილი....
ამ ორიგინალ მასას დავამატე ცოოტა ვანილი, და კექსისტვის გამზადებული არაყში დაყენებული ნაყენი : დარიჩინი,ილი,მუსკატი,მიხაკი.
გულისთვის:
50 გ. მოხალული ხაშხაში
1/8 ლ ცხელი წყალი
30 გ ქიშმიში
გლაზური:
3 ს კ შაქრის ფხვნილი
1 ს.კ ცივი წყალი
1ს.კ ლიმონის წვენი
წინასწარ მოვამზადებთ საფუარს: რძის, შაქრისა და ცოტა ფქვილის ნაზავში გავხსნათ საფუარი და დავდოთ 15 წთ.
შემდეგ ერთ ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, დარბილებული კარაქი, რძე, ლიმონი,კვერცხი და უკვე ამოფუებული საფუარის მასა.მოვზილოთ ცომი კარგად.
ცომი მზად იქნება როცა კედლებზე აღარ მიეკრობა

დავთოვოთ ჭურჭელში 20-30 წთ.
უნდა გაიზარდოს ორმაგად ...
შემდეგ აიღებთ გადააბრტყელებთ ოთკუთხედად, ზევიდან მოაყრით ხაშხაშს და ქიშმიშს,
ხაშხაშს სანამ დავყრით, წინასწარ უნდა დავნამოთ ცხელი წყლით დაგავაჩეროთ 5 წთ.
ქიშმიში კი გავრეცხოთ ჩვეულებრივ წუალში ...
.....
მე ეს ამოსული ცომი ორად გავყავი, ერთი გავაბრტყელე და ჯერ გადავუსვი ათქვეფილიკვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ერთად და ხაშხაშთან და ზევიდან ქიშმიშები დავაყარე

გადავახვიე რულეთივით,შევკარი ერთად ბოლოები და გვირგვინისებურ ფორმაში ჩავდე, თან ხელით კარგად გავასწორე...
დავთოვე 15 წთ, სანამ ცოტა არ გაფივდა და შევდგი ღუმელში წინასწარ გახურებულ ღუმელში (180 გრად.)
დანარჩენი მასაც მასე გავაბრტყელე და ზემოდან მოვაყარე შაქრის პუდრისა და გატარებული ნუშის ნაზავი, ცოტა ქიშმიშიც, რომ აფუვდა ცოტა, კვერცხის გულისა და ცოოოტა რძის ნარევი გადავუსვი ზევიდან...
........
პირველად შედგმული რულეტი რომ გამოცხვება, დაახლოებით 40-50 წთ, გავაციოთ კარგად და ზევიდან გადავუსვატ გლაზური...
შაქარის ფქვნილი წყალი და ლიმნის წვენი გავთქვიფოთ და გადავუსვატ ბისკვიტს ...

სულ ეს არის


ორიგინალი კი ასეთი უნდა გამოსულიყო...
