forum girlvolli35gvaskaninomaდა ყველას, ვისაც აინტერესებდა
შეპირებული
ჟოლოს ბრაუნ-ჩიზქეიქი(ჩემი აზრით რთული გასაკეთებელი არაა)ბრაუნის მომზადება
მასალა:
200 გრ. შავი შოკოლადი
200 გრ. უმარილო კარაქი (თუ ვერ იშოვით ძალიანაც არ "დანაღვლიანდეთ"

, ჩვეულებრივითაც კარგი გამოვა)
250 გრ. შაქრის ფხვნილი (პუდრა)
3 ცალი კვერცხი
110 გრ. ფქვილი
მსხვილად დამტვრეული შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე მივიყვანოთ სრულ გადნობამდე.
ცალკე თასში გადავურიოთ კარაქი და შაქრის ფხვნილი , კარგად გავთქვიფოთ მიქსერით (ნელ სიჩქარეზე)
შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ნელა-ნელა დავამატოთ ფქვილიც. ბოლოს მიქსერი დავაყენოთ მაქსიმალურ სიჩქარეზე და ვთქვიფოთ რამდენიმე წუთი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ძალიან ნელა დავამატოთ გამდნარი შოკოლადი და გადავურიოთ.
მიღებული მასა გადავიტანოთ, საცხობ ფორმაში 33X23 ( რომელშიც ჩაფენილი იქნება ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი)
ზედაპირი კარგად მოვასწოროთ.
ჩიზი
400მლ "ქრიმჩიზი"
150 გრ. შაქრის ფხვნილი
ნახევარი ჩ. კოვზი ვანილი
2 ცალი კვერცხი
ქრიმჩიზი, შაქრის ფხვნილი და ვანილი კარგად ავთქვიფოთ ნელ სიჩქარეზე დაყენებული მიქსერით. თქვეფის გაუჩერებლად, თითი- თითოდ დავამატოთ კვერცხები . მიღებული მასა კრემისებური უნდა იყოს. ბოლოსკენ, რამდენიმე წუთი ვთქვეფთ, მაქსიმალურ სიჩქარეზე დაყენებული მიქსერით, რომ მასა გახდეს უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი, მთავარია არ მოგვივიდეს ზედმეტი თორემ "ქრიმჩიზი" აიჭრება.
ფორმაში გადატანილ ბრაუნის მასას ზემოდან ვამატებთ ჩიზის მასას, ზედაპირს კარგად ვასწორებთ.
ფორმას ვდებთ წინასწარ კარგად გახურებულ გაზქურაში (მნიშვნელოვანია) ვაცხობთ 170 ტემპზე.
დაახ. 30- 40 წუთი. თუ ჩიზი ზემოდან ხელით შეხებისას იქნება მყარი, მისი კიდეები ღია ოქროსფერი, შუაგული კი ისევ ღია ფერის/თეთრი ე.ი. ბრაუნ-ჩიზი გამოცხვა.
ბრაუნ-ჩიზს გავაციებთ და შემდეგ შევდებთ მაცივარში 2 საათით მაინც ( თუ მთელი ღამე დავტოვებთ, უკეთესია)
კრემი
300 მლ. ნაღები
100 გრამი შაქარი
150 გრ. ჟოლო და + ცოტა გასაფორმებლად.
ნელ სიჩქარეზე კარგად ვთქვეფთ ნაღებს და ჟოლოს, ნელ-ნელა ვამატებთ შაქარს. ვთქვეფთ მასის გამყარებამდე. თქვეფა, ზედმეტი აქაც არ უნდა მოგვივიდეს. (პირადად მე, ჯერ ნაღებს გავთქვეფავდი, შეკვრამდე და თითო-თითოდ დავამატებდი ჟოლოს, მაინც ნაღები რომ არ გათხელდეს, თუმცა რეცეპტში წერია, ერთად ). როდესაც ნაღების კრემი მზადაა, ზემოდან წავუსმევთ ბრაუნ-ჩიზს და მოვრთავთ ჟოლოთი.
დაახლოებით გამოდის 12 პორცია.
მიირთვით გემრიელად !

პ.ს. თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კენკრა/ხილი.
lilyდღეს გავაკეთეაი აქ ნახე რთულის პოსტი ქრიმჩიზთან დაკავშირებით
მე როცა გავაკეთებ ალბათ BUKO-ს გამოვიყენებ.
dariala ნამდვილად
უნდა "იგრძნობოდეს" კიდეც წიგნიდანაა ეს სურათი გადაღებული
volli35ეგ "მთვრალი" ხორცი, სოკო და კარტოფილი მართლა ძალიან გემრიელია თან ადვილად გასაკეთებელი.
This post has been edited by annak on 20 Jul 2010, 15:30